ანა ნაცვლიშვილი – საქართველოს მოქალაქეები არ არიან ორიენტირებულები, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა ბარიერი გადალახონ, ხალხის მოლოდინი და მოთხოვნაა, შეიცვალოს რუსული ხელისუფლება

საქართველოს მოქალაქეები არ არიან ორიენტირებულები, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა ბარიერი გადალახონ, ხალხის მოლოდინი და მოთხოვნაა, შეიცვალოს რუსული ხელისუფლება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ლელოს” დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა განუცხადა.
მისივე თქმით, პოლიტიკურ პარტიებს გაცილებით მაღალი თამასა აქვთ დასაკმაყოფილებელი, ვიდრე უბრალოდ საარჩევნო ბარიერის გადალახვაა.
„არჩევნებთან დაკავშირებით საზოგადოების დაკვეთა და განწყობა ნათელია, ეს ჩანს ყველა კვლევაში.
საზოგადოება ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრისგან არ ითხოვს, რომ ბარიერი გადაილახოს ან მხოლოდ მრავალპარტიული პარლამენტი იყოს. საზოგადოების მკაფიო დაკვეთაა, რომ ს გზით შეიცვალოს რუსული ხელისუფლება და საქართველოს მოქალაქეების ინტერესებზე ორიენტირებული ძალები მოვიდნენ ხელისუფლებაში. ჩვენთვის, „ლელოსთვის“ მთავარია ამ დაკვეთას ვუპასუხოთ. ჩვენი პოლიტიკური გადაწყვეტილებები არის კონცენტრირებული იმ მთავარი ამოცანის ირგვლივ, რომელიც ხალხის დაკვეთაა. საქართველოს მოქალაქეები არ არიან ორიენტირებულები, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა ბარიერი გადალახონ, ხალხის მოლოდინი და მოთხოვნაა შეიცვალოს რუსული ხელისუფლება. გეგმა გვაქვს, რა თქმა უნდა. გაცილებით მაღალი თამასაა დასაკმაყოფილებელი, ვიდრე უბრალოდ ბარიერი იყოს გადალახული”- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი წერეთელი – უვიზო მიმოსვლის გაუქმება შეიძლება უახლოეს პერიოდში გადაწყვეტილების საკითხი იყოს ევროკავშირში – დისკუსია დაწყებულია და ამა თუ იმ შედეგით დასრულება, საქართველოში არსებულ ვითარებაზეა დამოკიდებული

მეუფე იაკობი – მინდა, ამ მონასტრის [ბოდბის] დედა და დები დავლოცო – ებრძვიან ხოლმე ლაჩრები, ხან ტელევიზია გამოვარდება, თუ მომხვდნენ ხელში, ვერ გადამირჩებიან, პატრონები ვერ უშველიან ჩემთან, ნახავენ უფლის ძალას