ანა ნაცვლიშვილი – სასამართლოს „კლანმა“ და ივანიშვილის „ოცნებამ“ გადაწყვიტეს, რომ იუსტიციის 15-კაციან საბჭოში, ერთი ადამიანიც არ უნდა იყოს, ვინც მოქალაქეების ინტერესებს დაიცავს და არ იქნება ხელისუფლების ყურმოჭრილი მსახური

საქალაქო სასამართლომ მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით საქართველოს კონსტიტუცია გააუქმა – მან ეს გააკეთა იმიტომ, რომ კლანი იყოს კომფორტში, სასამართლო სისტემაში საზოგადოების თვალი და ყური არ შევიდეს და საზოგადოებას არ ჰქონდეს ინფორმაცია, რა უსამართლობა ხდება სასამართლო სისტემაში, – ასეთია „ლელოს“ დეპუტატის ს შეფასება საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომელმაც პრეზიდენტ ზურაბიშვილის განკარგულება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ, შეაჩერა.
ნაცვლიშვილის თქმით, არ არსებობს კვალიფიციური იურისტი, ვინც იტყვის, რომ სასამართლოს ასეთი უფლებამოსილება ჰქონდა.
“სასამართლო კლანმა და ივანიშვილის „ოცნებამ“ გადაწყვიტა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 15 წევრიდან არც ერთი წევრი არ იყოს ისეთი, ვინც დაიცავს მოქალაქის ინტერესებსა და უფლებებს და არ იქნება „კლანისა“ და ხელისუფლების ყურმოჭრილი მსახური. 15-დან ერთი ადგილიც არ ემატებათ, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საზოგადოების ინტერესების წარმომადგენელი იჯდეს – იყოს ისეთი ადამიანი, ვინც ხმას აიმაღლებს სასამართლო სისტემაში არსებული უსამართლობების წინააღმდეგ. ეს იმ ხელისუფლებისგან გასაკვირი არ არის, ვინც გადაწყვიტა, რომ მთელს ქვეყანას მურუსიძე-ჩინჩალაძის სამართალი მიუსაჯეს. აი, ამ სამართლის გამოვლინება ვნახეთ ახლა!
სასამართლო ხელისუფლებამ წარმოუდგენელი დრაკონული გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც ხელისუფლება მზად არის ახალგაზრდა ადამიანებს ცხოვრება დაუნგრიოს, ათასობით სხვა ახალგაზრდას მომავალი წაართვას, ოღონდ თავად შეინარჩუნოს ძალაუფლება. საქალაქო სასამართლომ მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით ჩაიდინა სამართლებრივი აბსურდი, როცა კონსტიტუციით გარანტირებული პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება გააუქმა.
საქალაქო სასამართლომ მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით კონსტიტუცია გააუქმა. ეს გააკეთა იმიტომ, რომ კლანი იყოს კომფორტში, სასამართლო სისტემაში საზოგადოების თვალი და ყური არ შევიდეს და საზოგადოებას არ ჰქონდეს ინფორმაცია იმის შესახებ, რა უსამართლობა ხდება სასამართლო სისტემაში.
ამავდროულად, „კლანმა“ სასამართლო სისტემაში მყოფ ცოტა, მაგრამ პრინციპულ და სამართლიან მოსამართლეებს წაართვა შესაძლებლობა, რომ 15 კაციან საბჭოში ერთი წევრი მაინც იყოს მათი დამცველი. ასე იმართება დღეს ქვეყანა. ასეთი სასამართლოს დაცვისთვის იბრძვის დღეს ხელისუფლება“, – აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.