ანა ნაცვლიშვილი – სანქციების პოლიტიკა გაგრძელდება და ქვეყნების სია გაფართოვდება, ეს შეუქცევადია

სანქციების პოლიტიკა გაგრძელდება და ქვეყნების სია გაფართოვდება, ეს შეუქცევადია, – ასე აფასებს „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, უკრაინის მხრიდან „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, სა და „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერების დასანქცირებას.
ანა ნაცვლიშვილს სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანესად მიაჩნია ივანიშვილი და მისი რეჟიმი გასამართლდეს დამოუკიდებელი და სამართლიანი ქართული მართლმსაჯულების მიერ.
„რუსეთთან ომში მყოფმა მ სანქციები დაადო ივანიშვილს და მისი კრიმინალური დაჯგუფების წევრებს! ეს არის უმნიშვნელოვანესი გზავნილი ცივილიზებული მსოფლიოსთვის და დასტური იმისა, რომ ქართველ ხალხს და ქართული სახელმწიფოს დამოუკიდებლობას ბიძინა კი არა, უპირისპირდება ბიძინას ხელით. სანქციების პოლიტიკა გაგრძელდება და ქვეყნების სია გაფართოვდება, ეს შეუქცევადია. რა თქმა უნდა, მოძალადე რეჟიმის დასანქცირება მეგობარი და პარტნიორი სახელმწიფოების მიერ მნიშვნელოვანი მხარდაჭერის აქტია მებრძოლი და თავისუფალი ქართველი ხალხის მიმართ, მაგრამ აქვე ვიტყვი – როდესაც საამისო პირობები პრაქტიკაში შეიქმნება, და აუცილებლად შეიქმნება, სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანესად მიმაჩნია ივანიშვილი და მისი რეჟიმი გასამართლდეს დამოუკიდებელი და სამართლიანი ქართული მართლმსაჯულების მიერ!“,-წერს ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

თინა ხიდაშელი – სოხუმიდან ფრენების ფონზე თავმოყვარე ხელისუფლება საპირწონე ზომებს მიიღებდა – ქვეყანას რომ ჰყავდეს პრემიერ-მინისტრი, მას უკვე გამოცემული ექნებოდა აქტი რუსეთიდან საქართველოში პირდაპირი ფრენების შეჩერების შესახებ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის მიერ სოხუმის აეროპორტის უკანონო ამოქმედებისა და ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში საჰაერო და სარკინიგზო მიმოსვლის დაწყების გამო შეშფოთებას გამოთქვამს