ანა ნაცვლიშვილი – სამართალდამცავები რომ ჰქვიათ, ლაჩრები არიან – ამ დღეში ჩააგდეს კაცები, ქალებს გვეჭიდავებიან, გადაგვიარეს შუა ქუჩაში

ამ დღეში ჰყავთ ე.წ. სახელმწიფო ინსტიტუტები – გადაგვჯეგეს, გადაგვიარეს ქალებს მშვიდობიანი აქციის დროს, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა -დან აღმაშენებლის ხეივნისკენ მსვლელობისას პოლიციასთან მომხდარ შეხლა-შემოხლაზე კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა.
ნაცვლიშვილი პოლიციის თანამშრომლებს ლაჩრებს უწოდებს.
„ესენი არიან ლაჩრები. ამ დღეში ჩააგდეს კაცები – ქალებს გვეჭიდავებიან. გადაგვიარეს შუა ქუჩაში. სამართალდამცველები რომ ჰქვიათ, ლაჩრები არიან, ამ დღეში ჰყავთ ე.წ. სახელმწიფო ინსტიტუტები. გადაგვჯეგეს, გადაგვიარეს ქალებს მშვიდობიანი აქციის დროს“,- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
ცნობისთვის, ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან დავით აღმაშენებლის ძეგლის მიმართულებით მიმდინარე მსვლელობისას, აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა.
აქციის მონაწილეებმა გზის გადაკეტვა სცადეს, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს.

ასევე დაგაინტერესებთ

თინა ხიდაშელი – სოხუმიდან ფრენების ფონზე თავმოყვარე ხელისუფლება საპირწონე ზომებს მიიღებდა – ქვეყანას რომ ჰყავდეს პრემიერ-მინისტრი, მას უკვე გამოცემული ექნებოდა აქტი რუსეთიდან საქართველოში პირდაპირი ფრენების შეჩერების შესახებ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის მიერ სოხუმის აეროპორტის უკანონო ამოქმედებისა და ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში საჰაერო და სარკინიგზო მიმოსვლის დაწყების გამო შეშფოთებას გამოთქვამს