ანა ნაცვლიშვილი საერთაშორისო კონფერენციაზე სახელწოდებით „ევროკავშირის გაფართოება – გეოპოლიტიკური საჭიროება და შემდგომი ნაბიჯები ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნებისთვის“ სიტყვით გამოვიდა

„ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა საერთაშორისო კონფერენციაზე „ევროკავშირის გაფართოება – გეოპოლიტიკური საჭიროება და შემდგომი ნაბიჯები ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნებისთვის“ პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა.
პარტია „ლელოს“ პრესსამსახურის ინფორმაციით, კონფერენციაზე, რომელშიც ევროკავშირის ასოცირებული ტრიოსა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, პანელური დისკუსიის ფარგლებში იმსჯელეს კანდიდატი ქვეყნებისთვის საერთო ინტერესის ისეთ საკითხებსა და გამოწვევებზე, როგორიცაა მართლმსაჯულების რეფორმა, კორუფციასთან ბრძოლა, თავისუფალი მედია და სამოქალაქო საზოგადოების როლი ევროინტეგრაციის პროცესში.
„სიტყვით გამოსვლისას ანა ნაცვლიშვილმა ისაუბრა 26 ოქტომბრის საპარლამენტო ს მნიშვნელობაზე, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების აუცილებლობაზე, ასევე, პერსონალური სანქციების საკითხზე ხელისუფლების წარმომადგენლების უკანონო და არადემოკრატიული მოქმედებების საპასუხოდ.
„ლელოს“ დეპუტატმა ხაზი გაუსვა ქართველი ხალხის მხარდაჭერის მნიშვნელობას ევროპელი პარტნიორების მხრიდან საქართველოს დამოუკიდებელი და ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად“, – აღნიშნულია „ლელოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მარინა ბერიძე: ვფიქრობდი, რომ რაკი ჩემს გამოსვლას ძირითადად ლინგვისტებში გამოუჩნდა ოპონენტები, აქამდე რომელიმე მათგანი დადებდა საპასუხო კვლევას, რომლითაც საწინააღმდეგოს დაამტკიცებდა