ანა ნაცვლიშვილი „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებზე – „ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირის 9 რეკომენდაციის დარღვევა დაიწყო

„ლელოს“ დეპუტატის, ს განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირის 9 რეკომენდაციის დარღვევა დაიწყო.
ამის შესახებ მან ჟურნალისტებს „საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით განუცხადა.
„ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო ევროკავშირის 9 რეკომენდაციის დარღვევა. ის კანონი, რომელსაც ახლა “ქართული ოცნება” მესამე მოსმენით დაუჭერს მხარს, არის ევროკავშირის 9 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი რეკომენდაციის უხეში დარღვევა. ეს ეწინააღმდეგება საქართველოს მოქალაქეების გაცხადებულ ნებას და დავალებას, რომელიც მან მისცა თითოეულ სახელმწიფო ორგანოს. „ქართული ოცნება“ არათუ არ ასრულებს რეკომენდაციებს, არამედ ის უხეშად არღვევს ერთ- ერთ მთავარ რეკომენდაციას. გასაგებია, რომ ამის უკან დგას შიში სამართლიანი ს მიმართ“,- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი წერეთელი – უვიზო მიმოსვლის გაუქმება შეიძლება უახლოეს პერიოდში გადაწყვეტილების საკითხი იყოს ევროკავშირში – დისკუსია დაწყებულია და ამა თუ იმ შედეგით დასრულება, საქართველოში არსებულ ვითარებაზეა დამოკიდებული

მეუფე იაკობი – მინდა, ამ მონასტრის [ბოდბის] დედა და დები დავლოცო – ებრძვიან ხოლმე ლაჩრები, ხან ტელევიზია გამოვარდება, თუ მომხვდნენ ხელში, ვერ გადამირჩებიან, პატრონები ვერ უშველიან ჩემთან, ნახავენ უფლის ძალას