ანა ნაცვლიშვილი – პროცესს სჭირდება პასუხისმგებელი პირების გამოკვეთა, აუცილებელია ერთიანობა – ხალხო, მათ ვისაც მანდატები მოგვენიჭა, შევქმნათ ერთიანი პროცესი!

ჩემი კოალიციის ორი დამფუძნებლის თავზე „დამოკლეს მახვილივით“ არის დაკიდებული ბრალდებები იმ აბსურდის გამო, რასაც მოღალატეობრივი კომისიის წინაშე არ წარდგომა ჰქვია – ამ კომისიის მთავარი ამოცანა ისაა, რომ არაღიარების პოლიტიკას წყალი შეუყენონ და საქართველო დამნაშავედ და აგრესორად გამოიყვანონ,- ამის შესახებ კოალიცია „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
როგორც ნაცვლიშვილმა აღნიშნა, ეს ძალიან კარგად ესმით იმ ადამიანებს, რომლებიც „ამ ამოცანას ასრულებენ“.
„ჩემი პარტიის და კოალიციის ორი დამფუძნებლის თავზე „დამოკლეს მახვილივით“ არის დაკიდებული ბრალდებები იმ აბსურდის გამო, რასაც მოღალატეობრივი კომისიის წინაშე არ წარდგომა ჰქვია. ამაზე უნდათ, რომ პასუხისმგებლობა დააკისრონ ორ ლიდერს. დაანონსებულია პოლიტიკური პარტიების კანონგარეშედ გამოცხადება. ამ დროს, ჩემი პოზიცია ის იქნებოდა, რომ ფოკუსი გავასწოროთ.
რასაც ახლა ვუყურებთ, არის საინფორმაციო სპეცოპერაცია საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, რომ ყურადღება გაიფანტოს ბევრ სხვადასხვა მძიმე მოვლენაზე და მთავარი შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ, რომელსაც „ქართული ოცნება“ ახორციელებს, ბევრ სხვა საინფორმაციო ნაღმს შორის ერთ-ერთი იყოს. მინდა ეს ბუნდოვანება გავფანტოთ და მკაფიოდ ვთქვათ რა ხდება. დღეს საქართველოს სახელმწიფოებრიობის დასასრულებლად და სთვის გადასაბარებლად მზადება მიმდინარეობს.
ხმაური დანარჩენ საკითხებზე, რომელსაც ფორსირებულად და ხელოვნურად, ხშირად სხვადასხვა პრიორიტეტების ხან წამოწევით, ხან უკან წაწევით, ეს ხომ საინფორმაციო სპეცოპერაციაა?
მთავარი ამბავი ხდება აქეთ და ეს ამბავი ისაა, რომ საქართველოს სახელმწიფოს დამოუკიდებლად, ქართველი ხალხის გადაწყვეტილებით მომავლის განსაზღვრის უფლება უნდა წაერთვას და რომლის შესრულებაშიც მას „ქართული ოცნება“ ემსახურება. ეს კომისია ამ ყველაფრის ინსტრუმენტია.
ყველაფერი, რაც ამ კომისიაზე ხდება და მთავარი ხაზები, რასაც ეს კომისია ემსახურება, ჩემთვის, როგორც სამართლის და განსაკუთრებით, საერთაშორისო სამართლის სპეციალისტისთვის, ძალიან თვალში საცემია. ამოცანაა, მომზადდეს სამართლებრივ-პოლიტიკური საფუძველი იმისთვის, რომ საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის უკან წაღება მოხდეს. ამასთან, არაღიარების პოლიტიკას შეუყენონ წყალი და საქართველო დამნაშავედ და აგრესორად გამოიყვანონ.
ეს ძალიან კარგად ესმით იმ ადამიანებს, რომლებიც ამ ამოცანას ასრულებენ. ორი წიგნი რომ არ წაუკითხავს ამ კომისიის ზოგიერთ წევრს და არაფრის აზრზე არ არის, ამ ხალხს არ ვგულისხმობ. თუმცა იმდენად ნათელია მოღალატეობრივი გეგმა, რომ ისინიც ხვდებიან. ვინც ეს მოიფიქრა და გააკეთა, მან ძალიან ზუსტად იცის, რომ აქ გათვლა იმაზეა, რომ საერთაშორისო სამართლებრივი წესების მიხედვით, საქართველო გაამტყუნონ და აგრესორი გაამართლონ. ვისი ამოცანა და სამსახურია ეს? რუსეთის. ეს საზოგადოებას რომ ღიად უთხრან, წარმოგიდგენიათ რა მოხდება?
აქეთ მხარეს ოპონენტად წინა რეჟიმი დააყენეს და ამ რეჟიმის მიმართ საზოგადოებაში განწყობები არაერთგვაროვანი რომაა, ეს ყველამ ვიცით. კვლავ ამ ემოციებზე თამაში ხდება“,- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
ამავე თემაზე საუბრისას, ნაცვლიშვილმა აღნიშნა, რომ პროცესი, რომელიც მიმდინარეობს „საქართველოს გარუსების ან საქართველოს გადარჩენის“ პროცესია.
„ეს პროცესი, რომელიც მიმდინარეობს, არ დადის პოზიცია-ოპოზიციამდე. ეს არის პროცესი საქართველოს გარუსების ან საქართველოს გადარჩენის, საბოლოოდ რუსეთის კლანჭებისგან დახსნის. „ქართული ოცნების“ შემოთავაზებული პარადიგმაა, რომ აქეთ „ქართული ოცნებაა“ და იქეთ ოპოზიცია. არა. აქ მთავარი ამბავი ქართველი ხალხი და საქართველოა. ისინი ამას გაუძლებენ, დარწმუნებული ვარ. ეს ძალიან მძიმე ბრძოლაა, კონკრეტულ ადამიანებს თავისუფლებად და ჯანმრთელობად [უჯდებათ]. საბოლოოდ, ეს ბრძოლა აუცილებლად გამარჯვებით დასრულდება და მერე სად მიდიან? სად მიაქვთ სამარცხვინო, მოღალატეობრივი კომისიის ჩანაწერები, როდესაც პირდაპირ ეთერში სამშობლოს ღალატს ახორციელებენ? მერე სად მიაქვთ ასობით ნაწამები ადამიანების ფოტოები? მერე სად მიდიან ისტორიის წინაშე, როდესაც ისტორიის სამსჯავრო და,კანონის სამსჯავრო ერთად წამოეწევათ? ამის შემდეგ სად მიდიან?“- განაცხადა ნაცვლიშვილმა.
გარდა ამისა, ნაცვლიშვილმა ისაუბრა გუშინ, პარლამენტთან გამართულ აქციაზე. ამასთან, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, ს განცხადებებზე „წინააღმდეგობის პლატფორმის“ შესახებ და იმ შეფასებებზე, რაც ზოგადად, მის მიმართვას მოჰყვა. ნაცვლიშვილის თქმით, „საქართველოს სახელმწიფოს გადასარჩენად აქამდე არნახული დისციპლინირებული მუშაობაა საჭირო“.
„ჩვენი პოზიციაა, რომ ამ მასშტაბის საფრთხესთან გამკლავება, რა საფრთხის წინაშეც საქართველოს დგას, არამხოლოდ დემოკრატია, ადამიანის უფლებები ან ევროპული ინტეგრაცია, არამედ საქართველოს სახელმწიფოებრივი მომავალი, რომ საქართველო დარჩეს საქართველოდ; რომ შევინარჩუნოთ ის, რისთვისაც ადამიანებმა თავი გასწირეს. საქართველოს სახელმწიფოს გადასარჩენად, ამის შენარჩუნებას ძალიან სერიოზული, აქამდე არნახული დისციპლინირებული მუშაობა სჭირდება. ამისთვის არის აუცილებელი, გნებავთ ამას დავარქვათ პროცესი, ან წინააღმდეგობის მოძრაობა, გნებავთ მოძრაობა, გნებავთ პლატფორმა. სახელი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ამ პროცესს სჭირდება პასუხისმგებელი პირების გამოკვეთა. პროცესის შესახებ საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია – ვინ იღებს და როგორ იღებს გადაწყვეტილებებს, რას მივყვებით, რაში ვმონაწილეობთ. ამიტომაა აუცილებელი ეს ერთიანობა.
„ქართულმა ოცნებამ“ 26 ოქტომბერს იმაზე გაცილებით მეტი ხმა და შესაბამისად, მანდატი მიიტაცა, ვიდრე ქართველმა ხალხმა მას მიანიჭა. მაგრამ აქეთ ფლანგზე, ვისაც მანდატები მოგვენიჭა, ამაზე ხომ კითხვის ნიშანი არ არსებობს. ამ მაგნებინებს პასუხისმგებლობა ხომ დაგვეკისრა. დღეს ეს ადამიანები რაიმე ფორმატში ვართ წარმოდგენილნი? არა. ჩვენი, „ძლიერი საქართველოს“ ინიციატივა სწორედ ეს იყო, რომ ხალხო, მათ ვისაც მანდატები მოგვენიჭა, შევქმნათ ერთიანი პროცესი. შევკავშირდეთ ერთმანეთთან პასუხისმგებლობით და საზოგადოებასთან ანგარიშვალდებულებით. მე ამ ოპოზიციურ სპექტრზე პასუხისმგებლობას ვერ ავიღებ“,- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
მისი თქმით, ზურაბიშვილის გუშინდელი განცხადება და „ძლიერი საქართველოს“ ოპოზიციის ერთიანობის ინიციატივა „შინაარსობრივად და კონცეპტუალურად ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება“.
„გადაწყვეტილებების მომზადება და მიღება ვერ მოხდება სოციალურ ქსელებში. ასე მეც შემიძლია ძალიან ბევრი მოსაზრება წარმოგიდგინოთ, რომელიც შეიძლება უცებ ძალიან პოპულარული გახდეს, მაგრამ ეს პროცესს არსად არ წაიყვანს. მე შემიძლია ვისაუბრო იმ პოლიტიკური ძალის სახელით, რომელსაც მე წარმოვადგენ. იმ პირობებში, როდესაც არ არსებობს გადაწყვეტილების მიღების და ერთიანი ფორმატი, ვერ და არ ვისაუბრებ სხვების სახელით“,- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
გარდა აღნიშნული თემებისა, ნაცვლიშვილი გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებას, კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის“ და მისი მემკვიდრე პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებას ეხება. მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ქართველ ხალხს და თავისუფლებისთვის ბრძოლას ვერ აკრძალავს.
„იციან, რომ [არჩევნებს] ვერ მოიგებენ და უნდათ, რომ კანონითაც აგვკრძალონ. აგვკრძალეთ! ქართველ ხალხს ხომ ვერ აკრძალავთ? ვერც თავისუფლებისთვის ბრძოლას ვერ აკრძალავთ“,- დასძინა ნაცვლიშვილმა.