ანა ნაცვლიშვილი პრემიერს – მეგობრებს დებატებში არ იწვევენ – ხვალ არის კანონპროექტის განხილვა კომიტეტზე და მოდი, განვიხილოთ, თუ გინდა გარეთ მყოფ ხალხს გაესაუბრე, თუ გინდა შიგნით შემოდი, დაგელოდებით

მეგობრებს დებატებში არ იწვევენ! , – ამის შესახებ “ლელოს” წევრი, პარლამენტის დეპუტატი სოციალურ ქსელში წერს და ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელშიც პრემიერი ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირის და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტზე საჯარო დისკუსიის გამართვას სთავაზობს.
დეპუტატი პრემიერს მოუწოდებს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე კანონპროექტის განხილვას დაესწროს.
“კობახიძე, რომელიც დაცვის გარეშე პარლამენტის შენობის შიგნითაც ვერ დადიოდა, რომელიც ვერც ერთ ოპოზიციურ არხზე ვერ ჯდება, ვერც ერთ ოპოზიციონერთან დებატებში ვერ ჯდება, ვერც საპარლამენტო დებატებში ვერ შემოვიდა ვერასდროს და მხოლოდ ცალ კარში თამაშობდა, ევროკავშირის ელჩებს ანუ ევროკავშირის სახელმწიფოებს იწვევს დებატებში რუსულ კანონზე. ასეა, შიში ოხერია. ირაკლი, ხვალ არის მაგ საკითხის განხილვა კომიტეტზე და მოდი, განვიხილოთ, თუ გინდა გარეთ მყოფ ხალხს გაესაუბრე, თუ გინდა შიგნით შემოდი, დაგელოდებით”, – წერს ნაცვლიშვილი.
ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირის და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტზე საჯარო დისკუსიის გამართვას სთავაზობს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ხელისუფლების ლიდერებსა და ელჩებს შორის საგნობრივი დისკუსიის პირდაპირ ეთერში გადაცემის პირობებში, ქართული საზოგადოება შეიქმნის ბევრად უფრო ნათელ წარმოდგენას “კანონპროექტის არსისა და სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვისთვის მისი მიღების აუცილებლობის შესახებ”.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – როდესაც ევროპელი ელჩი კადრულობს და ერთ-ერთი ოპოზიციონერი ლიდერისგან ქირაობს რეზიდენციას, ეს მეტყველებს იმაზე, რომ საერთოდ არაფერი აღარ დარჩა ღირებულებებიდან, რომელიც წარსულში ახასიათებდა ევროპულ ბიუროკრატიას

ირაკლი კობახიძე – ევროკავშირში, ახალგაზრდებში, 20%-ს გადააჭარბა ერთნაირსქესიანთა წყვილების რაოდენობამ – ევროპის ქვეყნები ვერ ან არ იცავენ საკუთარ მოსახლეობას ბიუროკრატიისგან და უნდათ, ეს ყველაფერი გადმოიტანონ საქართველოზეც, რისკები სერიოზულია