ანა ნაცვლიშვილი – პარტნიორებმა ნათლად დაინახეს, რომ „რუსულ ოცნებასთან“ ლაპარაკს აზრი აღარ აქვს, პირდაპირ ქართველ ხალხს ესაუბრებიან – ისინი ძალიან ღიად ამბობენ: „ეს გზა ტაძართან არ მიგიყვანთ“, „შეცვალეთ გზა“, „შეცვალეთ ეს ხალხი“

ჩვენმა მეგობრებმა და პარტნიორებმა ძალიან ნათლად დაინახეს, რომ „რუსულ ოცნებასთან“ ლაპარაკს აზრი აღარ აქვს და ისინი უკვე პირდაპირ ქართველ ხალხს ესაუბრებიან , – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რითაც ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართულ სხდომას გამოეხმაურა.
როგორც ანა ნაცვლიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა, ევროპარლამენტარები ქართველ ხალხს ეუბნებიან, რომ ევროპა დგას ქართველი ხალხის გვერდით, მაგრამ ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ უნდა გამოაჩინოს თავისი მტკიცე ნება.
„მოსმენა, რომელიც დღეს ევროპარლამენტში გაიმართა, ისევე, როგორც ელჩების განცხადებები, ქართველ ხალხს ეუბნება იმას, რომ ევროპა დგას ქართველი ხალხის გვერდით, მაგრამ ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ უნდა გამოაჩინოს თავისი მტკიცე ნება. არის ის რუსულ ხელისუფლებასთან და რუსულ გზას ირჩევს, თუ სურს მას, რომ გადაარჩინოს საქართველოს ევროპული მომავალი. თუ ხალხს სურს, ეს ქვეყანა ნამდვილად გახდეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფო და აღარასოდეს დაბრუნდეს რუსულ ჭაობში, მაშინ ამის დამტკიცებისა და დადასტურების ერთადერთი გზა არის რუსული ხელისუფლების გაშვება 26 ოქტომბერს. მე ეჭვიც არ მეპარება, რომ საქართველო აირჩევს ევროპულ მომავალს და არა რუსულ ჭაობს, მაგრამ მომენტი, როცა ეს უნდა გაფორმდეს, ეს არის . ამ გზავნილის მატარებელია ევროპარლამენტში ეს განხილვა“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
მისივე თქმით, ევროპარლამენტარების განცხადებები, საქართველოს შიდა პროცესებში ჩარევა კი არა, სიმართლის თქმაა.
„„ქართული ოცნება“ ატყუებს ქართველ ხალხს და ევროკავშირი ამ ტყუილში არ გაჰყვება. „ქართულ ოცნებას“ უნდა, რომ ევროკავშირმა და -მა „ქართული ოცნების“ ტყუილში მიიღონ მონაწილეობა. აბა, მერე ნახეთ, თავს თუ დაესხმებიან. ეს ხალხი გამოდის და ღიად ამბობს, თუ გინდათ იყოთ ჩვენი გაერთიანების წევრი, მაშინ ჩვენ გეუბნებით სიმართლეს. როგორც „მონანიებაშია“, გვეუბნებიან ძალიან ღიად, რომ ეს გზა ტაძართან არ მიგიყვანთ, შეცვალეთ გზა. ეს ხალხი არ მიგიყვანთ ტაძართან, შეცვალეთ ეს ხალხი. ამას გვეუბნებიან და ეს ჩარევაა? ეს არის სიმართლის თქმა“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.