ანა ნაცვლიშვილი – მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე საქართველოს პრემიერი რომ არ ყოფილიყო, რუსეთმა მოითხოვა – ეს სამარცხვინო და საქართველოსთვის ძალიან დამაზიანებელია

„ლელოს“ დეპუტატის, ს განცხადებით, მიუნხენის კონფერენციაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის არ ყოფნის ერთადერთი ახსნა ისაა, რომ ეს რუსეთს არ სურდა.
ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
„ძალიან ცუდია, რომ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე არ იმყოფებოდა საქართველოს მთავრობა. მაშინ, როდესაც რეგიონში ძალიან სერიოზულადაა შეცვლილი ვითარება, ს მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული აგრესიული ომის პირობებში, ეს გაურკვეველია და არანაირი გამართლება არ აქვს, გარდა იმისა, რომ რუსეთის მოთხოვნა იყო საქართველოს პრემიერ -მინისტრი უსაფრთხოების კონფერენციაზე არ ყოფილიყო წარმოდგენილი და საქართველოს უსაფრთხოებისა და ინტერესებისთვის არ ემუშავა. ამას ერთადერთი ახსნა აქვს – ეს არ უნდოდა რუსეთს და მან მოითხოვა, რომ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე არ ყოფილიყო პრემიერი წარმოდგენილი. ეს არის სამარცხვინო და ძალიან დამაზიანებელი საქართველოსთვის. ამ ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ქართველი ხალხის ხმა და საქართველოს სახელმწიფო პოზიციები არ დარჩა გაუჟღერებელი და იქ საქართველოს ინტერესებს წარმოადგენდა საქართველოს პრეზიდენტი. რაც შეება მის გზავნილებს, იყო ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები, იყო შეხვედრები მაღალი დონის გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან.
მივესალმები და მიმაჩნია, რომ სწორია, როცა ზურაბიშვილი მიდის მსგავსი ტიპის საერთაშორისო ღონისძიებებზე და წარმოადგენს საქართველოს. რა საკითხებს დასვამენ სხვა სახელმწიფოების წარმომადგენლები, ეს მათი გადასაწყვეტია”- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”