ანა ნაცვლიშვილი – მივმართავ ძალოვან უწყებებს: თქვენ ფიცი გაქვთ დადებული სამშობლოს წინაშე და სამშობლოს ჰქვია საქართველო და არა რუსეთი – გაქვთ შანსი, გადმოხვიდეთ ხალხის მხრეს

მივმართავ ძალოვან უწყებებს, ნუ აღმართავთ ხელს საკუთარ მოქალაქეებზე – გაქვთ შესაძლებლობა და შანსი, რომ გადმოხვიდეთ ხალხის მხრეს და იყოთ ამ გამარჯვების თანამონაწილე, – ამის შესახებ “ლელოს” დეპუტატმა, ანა ნაცვლიშვილმა ოპოზიციის ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
“მივმართავ ძალოვან უწყებებს, ნუ აღმართავთ ხელს საკუთარ მოქალაქეებზე. თქვენ ფიცი გაქვთ დადებული სამშობლოს წინაშე და ამ სამშობლოს ჰქვია საქართველო და არა . როდესაც თქვენ იცავთ “რუსულ კანონს” თქვენ სახე გაქვთ დაფარული ნიღბებით. მოგმართავთ თხოვნით, ნუ გააკეთებთ ისე, რომ ამ ნიღბებს რომ მოიხსნით, საკუთარ შვილებს, საკუთარი ოჯახის წევრებს ვეღარ ჩახედოთ თვალებში. საქართველო გაიმარჯვებს.
გაქვთ შესაძლებლობა და შანსი, რომ გადმოხვიდეთ ხალხის მხრეს და იყოთ ამ გამარჯვების თანამონაწილე,” – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი – ხმა უნდა მივცეთ იმ ერთიანობას, რომელსაც აქვს ხედვა, გეგმა და საქართველოს წაიყვანს ევროპისკენ, კეთილდღეობისკენ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ – უარი უნდა ვუთხრათ სიღარიბეს და იზოლაციას

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება