ანა ნაცვლიშვილი – ივანიშვილის სისტემა – ადამიანების ჩაგვრაზე, კონტროლზე, მოსყიდვაზე, ძალადობაზე და მანიპულაციაზე აგებული ხუხულა იშლება

ივანიშვილის სისტემა იშლება – ადამიანების ჩაგვრაზე, კონტროლზე, მოსყიდვაზე, ძალადობაზე და მანიპულაციაზე აგებული ხუხულა იშლება. ნათელია, რომ „ოცნებას“ და მის რუსულ პოლიტიკას ხმას მასიურად აღარ აძლევენ პედაგოგები და ამ მარცხზე პასუხისმგებლობის აღება არ სურს არავის, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი სოციალურ ქსელში წერს, რითაც განათლების მინისტრის, გიორგი ამილახვარის თანამდებობიდან გადადგომას ეხმაურება.
ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, განათლების ახალი მინისტრი და ახალი სისტემა, რომელიც 26 ოქტომბრის შემდეგ იქნება, პატივისცემაზე, შეთანხმებაზე, ხარისხზე და ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე იქნება დაფუძნებული.
„ივანიშვილის სისტემა იშლება – ადამიანების ჩაგვრაზე, კონტროლზე, მოსყიდვაზე, ძალადობაზე და მანიპულაციაზე აგებული ხუხულა იშლება. ახალი მინისტრი და ახალი სისტემა იქნება დაფუძნებული პატივისცემაზე, შეთანხმებაზე, ხარისხზე და ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე.
ხარისხიანი განათლება ყველას (და არა მხოლოდ მათ, ვისაც ფული აქვს რომ კერძო სკოლაში იაროს ან დამატებით რეპეტიტორი აიყვანოს);
ღირსეული სამუშაო გარემო და ანაზღაურება პედაგოგებს (და არა პარტიულად მართული გარემო და შრომასთან შეუთავსებლად მცირე ანაზღაურება);
უფასო კვება სკოლებში (და არა მოშიმშილე ბავშვები სასკოლო მერხებთან);
თანამედროვე შენობები და ინფრასტრუქტურა სკოლებში (და არა წლობით გაურემონტებელი შენობები და კორუფციული ტენდერები)“, – წერს „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“.

ასევე დაგაინტერესებთ

ბიძინა ივანიშვილი – კახელი ადამიანი ალბათ, ვერასოდეს იფიქრებდა, რომ ვაზის თანამედროვე მტრად პასპორტით ქართველი, გონებით კი უსამშობლო „ნაციონალური მოძრაობა“ მოევლინებოდა – 2012 წლის 1-ელ ოქტომბრამდე, ყველაფერი ქართულის წინააღმდეგ იმჟამინდელი ხელისუფლება იბრძოდა

ბიძინა ივანიშვილი – უბედურება, რაც 2008 წლის აგვისტოში დატრიალდა, „ნაციონალური მოძრაობის“ სინდისზეა, ამ ხალხმა ჯერ წაგებული ომი აზეიმა მოსახლეობას, შემდეგ კი საომარი მოქმედებების დაწყება თავად აღიარა!

ბიძინა ივანიშვილი – მნიშვნელოვანია, „ქართულმა ოცნებამ“, საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს და დღის წესრიგში დააყენოს „ნაცმოძრაობის“ გასამართლების საკითხი – პირობას გაძლევთ, ამ პროცესს წინ ვერაფერი დაუდგება!

ირაკლი კობახიძე – 26 ოქტომბრის არჩევნები ეს არის რეფერენდუმი, სადაც ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, ირჩევს ომს თუ ირჩევს მშვიდობას, ირჩევს გარე ძალების მიმართ მონურ დამოკიდებულებას თუ ირჩევს სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას