ანა ნაცვლიშვილი: თქვენიანებს გაგლეჯინებენ, გაყურებნინებენ ამას პირდაპირ ეთერში… აწი თქვენსა და მას შორის აღარავითარი ბარიერი არ იარსებებს – შემდეგი დასაგლეჯი თქვენ იქნებით, რიგითები

სინამდვილეში, ეს ყველაფერი ოცნების ღია თუ ფარული მხარდამჭერების საბოლოო გამოცდაა…
ჩვენზე რომ ყავდით მოქსეული მთელი ეს წლები, ათას სიბინძურეს რომ გვაბრალებდნენ და თქვენც მხიარულად აძლევდით ბანს, შეგულიანებულები და ერთი სული გქონდათ, როდის გაგვანადგურებდით!
(ეს სიბინძურეების დაბრალება იმიტომ იყო საჭირო, რომ ადამიანს ადამიანი დააგლეჯინო, არაა მარტივი! ამიტომ, ის მეორე ჯერ არაადამიანად უნდა გამოაჩინო, გაყიდულად, მოღალატედ, უსამშობლოდ, მერე იოლად გადაუვლიან)
ახლა მთლად თქვენიანებს გაგლეჯინებენ, გაყურებნინებენ ამას პირდაპირ ეთერში და თქვენი დუმილი თუ ღია მხარდაჭერა ამ პროცესში – ბოლო ფაზაა თქვენი ვირთაგვაჭამიებად გამოყვანის!
კასრში ხართ დიდი ხანია, ხვდებით ამას თუ ვერ – ასეა ეს.
პირველად კი არ ხდება – მაგრამ ასე ღიად, დემონსტრატიულად და ასე მაღალ ეშელონებში ხდება პირველად.
ასე დაგაგლეჯინეს არაერთი თანაგუნდელი, ქალი თუ კაცი, სათითაოდ!
აწი თქვენსა და მას შორის აღარავითარი ბარიერი არ იარსებებს – შემდეგი დასაგლეჯი თქვენ იქნებით, რიგითები.
და აღარავინ იქნება თქვენი დამცველი, ხმასაც ვერავინ შეგაწევთ – არც მედია, არც ენჯეო, არც ოპოზიცია.
ჩვენზე აწი ნუღარ იფიქრებთ, რაც არ უნდა გაგვაშავოთ თუ აგვკრძალოთ, მაინც გავაგრძელებთ ბრძოლას საქართველოსთვის – როგორც შევძლებთ და სადაც ხმა მიგვიწვდება – ყველგან! ბოლო ამოსუნთქვამდე!
როცა გამარჯვება მოვა, ალბათ ძალიან ბევრი ტკივილის და იარის შემდეგ, ყველაფერს ისტორია შეაფასებს და თქვენ ამ ისტორიას ვეღარ გადაწერთ.