ანა ნაცვლიშვილი – ვხედავთ პოლიტიკური ანგარიშსწორების მორიგ ტალღას, რომლის სამიზნეც არიან მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე – რუსული რეპრესიები ჩვენზე ვერ იმოქმედებს, არცერთი ნაბიჯი არ იქნება უკან!

ბიძინა ივანიშვილი ებრძვის ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ძალა, უნარი და პატრიოტიზმი, რომ ქვეყანა სამშვიდობოს გაიყვანონ, არ გადააბარონ რუსეთს და გახადონ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი – ამიტომ იდევნებიან და ბადრი ჯაფარიძე, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე „ძლიერი საქართველოს“ ლიდერების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის გამოუცხადებლობის გამო, მათ საქმეებზე პროკურატურისთვის მიმართვასთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც ნაცვლიშვილმა აღნიშნა, ეს არის ანგარიშსწორება იმისთვის, რომ არც ხაზარაძეს, არც ჯაფარიძეს და არც გუნდის წევრებს არ შეშინებიათ „მუქარის, დევნის, შანტაჟის, არ დაქვემდებარებულია მოსყიდვის მცდელობას“.
მისივე თქმით, არც ერთი ნაბიჯი არ იქნება უკან.
„ჩვენ ვხედავთ პოლიტიკური ანგარიშსწორების მორიგ ტალღას, რომლის სამიზნეც არიან „ლელო – ძლიერი საქართველოს“ დამფუძნებლები და ლიდერები – მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე. ეს არ არის ახალი ან პირველი შემთხვევა, ეს არის ივანიშვილის მხრიდან ადამიანების წინააღმდეგ ანგარიშსწორება და დასჯის მცდელობა იმიტომ, რომ ეს ადამიანები არიან ისინი, რომლებიც ცდილობდნენ და ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ საქართველო არ დაბრუნებულიყო ს ორბიტაზე. ეს ადამიანები ცდილობდნენ და ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ საქართველოს ჰქონოდა ანაკლიის პორტი, რომელიც ივანიშვილმა რუსეთის დავალებით გააჩერა.
ეს არის ანგარიშსწორება იმისთვის, რომ არც ხაზარაძეს, არც ჯაფარიძეს და არც ჩვენი გუნდის წევრებს არ შეშინებიათ არც მუქარის, არც დევნის, შანტაჟის, არ დაქვემდებარებულია მოსყიდვის მცდელობას და არ დაგვიხუჭავს თვალი არც ერთხელ მაშინ, როდესაც საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულება დაიწყო და ამას ახორციელებს რუსეთის დავალებით „ქართული ოცნება“.
ჩვენ არ ვაპირებთ შევეგუოთ რუსულ რეჟიმს საქართველოში და სწორედ ამიტომ ივანიშვილი, რომელმაც ვერ შეძლო შეესრულებინა ქართველი ხალხისთვის მიცემული ვერც ერთი პირობა, ვერ შექმნა ეს ქვეყანა, როგორც ძლიერი ეკონომიკა, ვერ შეძლო ქვეყანა გაეხადა ევროკავშირის წევრი, ვერ შეძლო ანაკლიის აშენება, ამიტომ, რადგან თვითონ განიცადა სრული ფიასკო და ყველა დაპირება, რომელიც მან ხალხს მისცა იყო ტყუილი , ის ებრძვის იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ძალა, უნარი და პატრიოტიზმი, რომ ეს ქვეყანა სამშვიდობოს გაიყვანონ, არ გადააბარონ რუსეთს და გახადონ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. ამიტომ იდევნებიან მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, მაგრამ რუსული რეპრესიები ჩვენზე ვერ იმოქმედებს. არც ერთი ნაბიჯი არ იქნება უკან!“,- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვაშაძე – ელენე ხოშტარიას მიმართ ჩადენილი დანაშაული არა მხოლოდ ერთი ადამიანის წინააღმდეგ მიმართული სისასტიკეა, არამედ რეჟიმის სისტემური ბოროტებაა, რომელიც ებრძვის ყველას, ვინც თავისუფლებას იცავს