ანა ნაცვლიშვილი ელჩების განცხადებებზე – ეს არის საქართველოს საერთაშორისო იზოლაციისკენ „ქართული ოცნების“ მიერ გადადგმული ნაბიჯები – მმართველი პარტიის ეს ნაბიჯები ქვეყნისთვის კატასტროფული იქნება, რისი ნიშნებიც უკვე ჩანს

ეს არის საქართველოს საერთაშორისო იზოლაციისკენ „ქართული ოცნების“ მიერ გადადგმული ნაბიჯები – მმართველი პარტიის ეს ნაბიჯები ქვეყნისთვის კატასტროფული იქნება, რისი ნიშნებიც უკვე ჩანს, – ასე გამოეხმაურა პარტია „ლელოს“ დეპუტატი , გერმანიის ელჩის პეტერ ფიშერისა და საქართველოში ევროკავშირის ელჩის ს განცხადებას, ურთიერთობების გადახედვასთან დაკავშირებით.
მისი შეფასებით, მმართველი პარტია ოკუპანტი ქვეყნის ინტერესებს გამოხატავს და საქართველოს საერთაშორისო იზოლაციაში მოქცევისათვის ყველაფერს აკეთებს.
„ძალიან მნიშვნელოვანია გერმანიისა და ევროკავშირის ელჩების განცხადებები, რომლებიც პირდაპირ აცხადებენ, რომ დღეს „ქართული ოცნების“ გამალებული მცდელობების შედეგად, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი დაიბლოკა.
ეს არის საქართველოს საერთაშორისო იზოლაციისკენ „ქართული ოცნების“ მიერ გადადგმული ნაბიჯები. ხელისუფლებამ მიზანმიმართულად გააკეთა ეს ყველაფერი, რომ ეს შედეგები დამდგარიყო. „ქართული ოცნების“ ადეკვატურობის იმედი ხალხს აღარ აქვს. პარტნიორები აცხადებენ, რომ მმართველი პარტიის ეს ნაბიჯები ქვეყნისათვის კატასტროფული იქნება, რისი ნიშნებიც უკვე ჩანს.
ხელისუფლება, რომელიც გამოხატავს ოკუპანტი ქვეყნის ინტერესებს, ყველაფერს აკეთებს საქართველოს საერთაშორისო იზოლაციაში მოქცევისთვის. „ქართული ოცნება“ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას ტყუილ ინფორმაციას აწვდის. ამ პროცესიდან გამოსავალი, ხალხის სასარგებლოდ არის ის, რომ ხალხის ხელით 26 ოქტომბერს ხელისუფლება შეიცვალოს.
ქართველი ხალხის ურყევი ნებაა, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს.
მოვისმინეთ განცხადებები ამ შემთხვევაში გერმანული მხარისგან, რომ არ შეწყდება ის პროექტები და დახმარებები, რომლებიც ქართველ ხალხს მიეცა. მაგრამ ხელისუფლება, რომელიც ანტიდასავლური დეზინფორმაციის აწარმოებს, რომელიც საკუთარ მოქალაქეებზე ძალადობს, ასეთი ხელისუფლება მხარდაჭერას ვერ მიიღებს.
„ქართული ოცნება” არც ჯარის, არც საქართველოს მოქალაქეებისა და სახელმწიფოს ინტერესებს არ გამოხატავს. ეს რომ ასე არ იყოს მოვლენები ასე არ განვითარდებოდა. ჩვენი მეგობრები საქართველოს მარტო დატოვებას არ აპირებენ, თუმცა ხელისუფლებას არ უნდა ჰქონდეს მოლოდინი, რომ უკანონო მოქმედებებს ვერავინ დაინახავს და ობიექტურად არავინ შეაფასებს“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
ინფორმაციისთვის, თბილისში ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია, სახელწოდებით „ევროკავშირის გაფართოება – გეოპოლიტიკური საჭიროება და შემდგომი ნაბიჯები ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნებისთვის“ მიმდინარეობს, რომელშიც ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებიც მონაწილეობენ.
ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, კონფერენციაზე მოწვევა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესაც მიუვიდა, რომელიც შეხვედრას არ ესწრება, რაც მისივე შეფასებით, “ქართული ოცნების” პარტნიორებისა და საქართველოს ევროპული მომავლის მიმართ დამოკიდებულებაზე მეტყველებს.
“ძალიან სამწუხაროა, რომ “ქართული ოცნება” ამ კონფერენციას გაემიჯნა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე არ მოვიდა, რომელიც კონფერენციაზე მოწვეული იყო, როგორც დღევანდელი დღის გამხსნელი პირი”, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.