ანა ნაცვლიშვილი – ევროპამ აჩვენა პოლიტიკის და დიპლომატიის მასტერკლასი – როგორც ბრძოლაში ვიყავი ქართველ ხალხთან ერთად, ზეიმშიც ვარ ხალხთან ერთად

გუშინ ევროპამ აჩვენა პოლიტიკის და დიპლომატიის მასტერკლასი და ძალიან მკაფიო სიგნალი გაუგზავნა როგორც საქართველოს, მოლდოვას ს, ასევე მოსკოვს – კარგად უნდა დაიმახსოვრონ ეს უმნიშვნელოვანესი გეოპოლიტიკური გადაწყვეტილება, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ დეპუტატმა, ანა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას, თავისუფლების მოედანზე განაცხადა, სადაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებისადმი მიძღვნილი ღონისძიება მიმდინარეობს.
როგორც ნაცვლიშვილი აღნიშნავს, არ აქვს, მოლოდინი, რომ „ქართული ოცნება“ ევროპულად მოიქცევა და საქართველოს პრეზიდენტს ტრიბუნაზე ასვლის საშუალებას მისცემს.
ოპოზიციონერი დეპუტატი სახალხო ზეიმზე ს ყოფნას მიესალმება.
„ეს ზეიმი არ ეკუთვნის რომელიმე ერთ პოლიტიკურ ძალას. ეს ზეიმი ეკუთვნის ქართველ ხალხს და მე პირადად იმიტომ ვარ აქ, რომ როგორც ბრძოლაში ვიყავი ქართველ ხალხთან ერთად, როდესაც ევროპული მომავალი იყო დასაცავი, ასევე, ზეიმშიც ვარ ხალხთან ერთად და მიმაჩნია, რომ ეს არის სწორი“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – საქართველო სომხეთისთვის, აზერბაიჯანისთვის, რეგიონისთვის და მთელი მსოფლიოსთვის ამ ისტორიულ მომენტს მიესალმება – ტრამპს, ალიევსა და ფაშინიანს რეგიონში სტაბილურობისა და ეკონომიკური განვითარების ახალი ერის დაწყებას ვულოცავ

ლევან სანიკიძე – „ნაციონალური მოძრაობა“ არის იდეა, რომელსაც ვერც იურიდიული გაუქმება, ვერც პერსონალური რეპრესიები, ვერც დაპატიმრება, ვერც ფინანსური ბლოკადა, ვერც საარჩევნო ნომრის წართმევა ვერ შეუშლის ხელს, რომ გაათავისუფლოს საქართველო