ანა ნაცვლიშვილი დარჩიაშვილს – იდო თუ არა თქვენი მხრიდან მაგიდაზე, ჩინეთის მიმართ წინადადება, რომ ეთქვა, ის არ აღიარებს რუსეთის მხრიდან საქართველოს ნაწილობრივ ოკუპაციას და მხარს უჭერს ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს?

იდო თუ არა თქვენი მხრიდან მაგიდაზე, ჩინეთის მიმართ წინადადება/მოთხოვნა, რომ ეთქვა, ის არ აღიარებს ს მხრიდან საქართველოს ნაწილობრივ ოკუპაციას და მხარს უჭერს ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს? – ამ კითხვით მიმართა „ლელოს“ დეპუტატმა, ანა ნაცვლიშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატს, ილია დარჩიაშვილს კომიტეტის სხდომაზე.
მან მინისტრს მოუწოდა, თუკი ჩინეთთან სტრატეგიული თანამშრომლობის დოკუმენტის ხელმოწერამდე, ქართული მხარის მიერ ასეთი სახის წინადადება/მოთხოვნა იყო გაჟღერებული, შესაბამისი წერილობითი ვერსიები წარმოადგინოს.
„თქვენი პარლამენტში წინა მოსვლის დროს მე გკითხეთ ჩინეთთან ხელმოწერილი სტრატეგიული თანამშრომლობის დოკუმენტზე, სამუშაო ვერსიები თუ არსებობდა და იდო თუ არა მაინც თქვენი მხრიდან მაგიდაზე, ჩინეთის მიმართ წინადადება ან მოთხოვნა, როგორც გსურთ ისე დაარქვით, რომ როგორც საქართველომ აღიარა ერთიანი ჩინეთის პრინციპი, ასევე ჩინეთს ეღიარებინა რუსეთის მხრიდან საქართველოს ნაწილობრივი ოკუპაცია და ეთქვა, რომ ის არ აღიარებს ამ ოკუპაციას და რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდამჭერია. კიდევ ერთხელ ვსვამ ამ კითხვას, იმიტომ რომ მაშინ პასუხი ვერ მივიღე. თუ შეგიძლიათ რომ წარმოგვიდგინოთ ეს ვერსიები წერილობითი, იდო თუ არა საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან მაგიდაზე ეს წინადადება. დაგეთანხმათ, თუ უარყო და ამის შემდეგ მაინც მოაწერეთ ხელი სტრატეგიულ დოკუმენტს, რომელიც არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ოკუპაციას?“ – განაცხადა ნაცვლიშვილმა.