ანა ნაცვლიშვილი – დამარცხებული ხელისუფლების პანიკაში მყოფი კომენტატორის, მდინარაძის ბრიფინგი ადასტურებს, რომ „ოცნება“ არჩევნებს აგებს – ჩვენ ვქმნით ორპოლუსიანობის, წარსულის რეალურ ალტერნატივას, ამიტომ პანიკაში არიან

დღეს ჩვენ ვიხილეთ დამარცხებული ხელისუფლების პანიკაში მყოფი კომენტატორის, მამუკა მდინარაძის ბრიფინგი, რომელიც არის საბოლოო დასტური ერთი რამის – ხელისუფლებამ ძალიან კარგად გაიგო, რომ ის 26 ოქტომბრის არჩევნებს აგებს, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რითაც მამუკა ხაზარაძის შესახებ „ქართულ ოცნებაში“ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, ხელისუფლებამ ძალიან კარგად გაიგო, რომ 16 დღეში მას ძალაუფლება აღარ ექნება, ამიტომ „ქართული ოცნება“ პანიკაშია.
„ბრიფინგი კარგად ასახავს, როგორი გამწარებულია და მთელი „ქართული ოცნება“ იმით, რომ „ძლიერმა საქართველომ“ მათ საქართველოს წინააღმდეგ სქემა ჩამოვუშალეთ, რომელსაც „ქართული ოცნება“ 12 წლის განმავლობაში იყენებდა. და მისი გუნდი 12 წლის განმავლობაში ცდილობდა, რომ ქართული პოლიტიკური ველი ყოფილიყო ორპოლუსიანი, მკვეთრად პოლარიზებული და ქართველ ხალხს ორადორი არჩევანი ჰქონოდა – ან „ქართული ოცნება“, ან „ნაციონალური მოძრაობა“. ჩვენ 26 ოქტომბრის სთვის 9 ნომრის ირგვლივ გაერთიანებულმა 5-მა პოლიტიკურმა სუბიექტმა მათ მიერ შექმნილი ეს სქემა ჩამოვშალეთ და საქართველოს მოქალაქეებს რეალურ შესაძლებლობას ვაძლევთ, რომ არჩევნებში აირჩიონ წარსულის ნამდვილი, რეალური ალტერნატივა „ძლიერი საქართველოს“ სახით. ძალა, რომელიც ორიენტირებულია ამ ქვეყნის მომავალზე და არა წარსულზე, ამიტომაც გამწარებულები და პანიკაში არიან. მათ დაკარგეს პროცესზე კონტროლი.
მამუკა მდინარაძის განცხადება პირდაპირ მოსკოვშია დაწერილი და ის „კაგებეს“ პარანოიდულ მითს იმეორებს იმის შესახებ, თითქოს დასავლეთი საქართველოში ოპოზიციას აკონტროლებს. მათ თავადაც კარგად იციან, რომ ეს არის „კაგებეს“ მიერ შეთხზული ტყუილი. რაც სიმართლეა და რაც „ქართულ ოცნებას“ ძალიან აშფოთებს არის ის, რომ დღეს ქართველი ხალხის ნებას „ძლიერი საქართველო“ და ოპოზიცია გამოხატავს, ხოლო „ქართულ ოცნებას“ ხალხის აღარც ნდობა და აღარც ლეგიტიმაცია აღარ აქვს, ამიტომაც პანიკაში არიან“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.
ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ დღეს პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე სა და გიორგი გახარიასთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს ხაზარაძე და გახარია უფრო საშიშია ქვეყნისთვის, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობა. როგორც მდინარაძემ განაცხადა, მამუკა ხაზარაძე „ნაციონალური მოძრაობის“ ე.წ. მოლარე და წართმეული ბიზნესების დამპატრონებელი იყო. “როცა „კეზერაშვილი, ადეიშვილი და სხვა ჯალათები ბიზნესმენებს ძარცვავდნენ, ღამის ნოტარიუსებთან წილების გადაფორმება ხაზარაძეზე ხდებოდა“, – აღნიშნა მდინარაძემ.