ანა ნაცვლიშვილი – ბიძინა ივანიშვილს აშშ-სგან ბოლო შანსი ეძლევა

სია სერიოზულ, სისტემურ მიდგომას აჩვენებს იმ პრობლემების მიმართ, რასაც საქართველოში ს მიერ მართული ავტოკრატიული რეჟიმი ჰქვია – იმ მასშტაბის შეთქმულებას, რაც საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარეობს, არ ეყოფა მარტო ივანიშვილი და ერთ ადამიანზე რეჟიმი არასდროს დგას. ეს შესაბამისმა პირებმა ძალიან კარგად იციან, თუმცა აისბერგის სათავეში ივანიშვილია,- ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში, „დღის ნიუსრუმში“ „MEGOBARI აქტზე“ და მის ფარგლებში დასასანქცირებელ ქართველ პირთა სიაზე საუბრისას განაცხადა.
როგორც ნაცვლიშვილმა აღნიშნა, დასასანქცირებელ პირთა სია გრძელია, მაგრამ „ის აქ არ გაჩერდება“.
ნაცვლიშვილის თქმითვე, ბევრ ქვეყანას და ბევრ ხალხს არ სთავაზობს იმ მასშტაბურ მხარდაჭერას, რომელიც ამ აქტშია მოცემული.
„განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ჩემთვის ის ნაწილია, რომელიც საუბრობს, რას მიიღებს ქართველი ხალხი, რამდენად ბევრ სიკეთეს და სიახლეს მიიღებს, როდესაც მას ექნება შესაძლებლობა, თავად განსაზღვროს ამ ქვეყნის ბედი. ამასთან, რუსი ოლიგარქი და მისი ავტოკრატიული რეჟიმი ჩაბარდება წარსულს, მათ შორის, იმ სანქციების გზით, რომელიც ეს კანონპროექტი ითვალისწინებს. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ დღევანდელი კომპონენტი – სანქციები, არამედ მომავლის ხედვა. აშშ ბევრ ქვეყანას და ბევრ ხალხს არ სთავაზობს იმ მასშტაბურ მხარდაჭერას, რომელიც ამ აქტშია მოცემული. ორი დღის წინ დავბრუნდი შტატებიდან და მინდა დაგარწმუნოთ, რომ იქ ძალიან ინტენსიური დისკუსიები მიმდინარეობს და ძალიან საინტერესო პერიოდია, რაც კანონმდებლებსა და პოლიტიკოსებს დაკავებულებს ამყოფებს. ამ პირობებში, ამ მასშტაბის მხარდაჭერა რომ მოიპოვა საქართველოზე აქტმა, მათ შორის ორპარტიული, ეს მართლაც უმნიშვნელოვანესი გზავნილია. ჩემი თვალით და ყურით ვუყურებდი და ვუსმენდი, რამდენად ბევრი საკითხი დევს მათ მაგიდაზე. მათ შორის, მაგიდაზე საქართველოს საკითხი რომ არის და ქართველი ხალხის მხარდაჭერის საკითხი დგას ასე ძლიერად, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და იმედის მომცემი ჩვენთვის. ეს იმედი და რესურსი უნდა გამოვიყენოთ. ამ წუთში, ამ ყველაფრამდე ერთადერთი რამ გვეღობება, ეს არის რუსული ოცნება. ეს ხალხი, რომელიც ქართველი ხალხის ნებას გადავიდა, ძალადობს და კონსტიტუცია გაამრუდა, დაექვემდებარება სანქციებს. სია მართლაც გრძელია, მაგრამ გარანტირებულად შემიძლია გითხრათ, რომ სია აქ არ გაჩერდება.
სია აჩვენებს ძალიან სერიოზულ, სისტემურ მიდგომას იმ პრობლემების მიმართ, რასაც რუსეთის მიერ მართული ავტოკრატიული რეჟიმი ჰქვია საქართველოში. ამ აისბერგის სათავეში არის ივანიშვილი და ის არის რუსეთის ინტერესის მთავარი გამტარი საქართველოში. იმ მასშტაბის შეთქმულებას, რაც საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარეობს, არ ეყოფა მარტო ივანიშვილი და ერთ ადამიანზე რეჟიმი არასდროს არ დგას. ეს შესაბამისმა პირებმა ძალიან კარგად იციან. ამიტომ არის ეს სია ასეთი სისტემური. რუსულ გავლენებს სამწუხაროდ, შეღწეული აქვს როგორც აღმასრულებელ, ისე საკანონმდებლო, სასამართლო და დამოუკიდებელ ინსტიტუციებში. ამიტომ გადაწყვიტეს, რომ ერთ კაცზე კი არ გააკეთონ სწორება, არამედ იმ საძალაუფლებო მექანიზმებზე, რომლის მეშვეობითაც საქართველოს სახელმწიფოს მიტაცება მოხდა.
[რატომ არ არის სიაში ივანიშვილი] ეს ძალიან საჭირბოროტო კითხვაა. ვფიქრობ, პასუხი ბევრისთვის უკვე გასაგებია – იმიტომ, რომ მას ჯერ კიდევ ბოლო შანსი ეძლევა“,- განაცხადა ნაცვლიშვილმა.
მისივე თქმით, თუ ივანიშვილი „ამ შანსს არ გამოიყენებს, რა თქმა უნდა, სიაში ჩაემატება“.
„ეს აბსოლუტურად არ არის გამორიცხული. გულწრფელად რომ გითხრათ, არ ველოდები, რომ ივანიშვილი ამ ბოლო შანსის გამოყენებას შეძლებს, რადგან მასზეც არ მგონია, რომ ბევრი რამე იყოს დამოკიდებული. როდესაც ხალხი დაიბრუნებს ხელისუფლებას, რომელიც ახლა „ოცნებას“ აქვს მიტაცებული, ჩვენ გვმართებს ძალიან სერიოზული ასევე, სისტემური მიდგომების განხორციელება იმისთვის, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები კონსტიტუციურ ჩარჩოში და ქართველი ხალხის სამსახურში დავაბრუნოთ. მარტო ის რომ ივანიშვილი აღარ იყოს, ეს ვერ გვიშველის. გვჭირდება მთელი სახელმწიფო ორგანიზმის გაწმენდა და გაჯანსაღება. ამიტომ არის სისტემური მიდგომა საჭირო. ეს სია გვეუბნება, რომ მარტო ივანიშვილში კი არ არის პრობლემა, [გვეუბნება, რომ] თქვენ გაცილებით ღრმა პრობლემა გაქვთ. ივანიშვილი იმ ხალხის მეშვეობით, ვინც აქ ჩამოთვლილია, მოახერხა მთელი სახელმწიფო მიეტაცებინა. კატასტროფაა გარედან რომ შეხედო. ჩვენ რომ არ გვეხებოდეს, საინტერესო მეცნიერული საკვლევი თემაა. სახელმწიფო რაზეც დგას და ვინც უნდა მუშაობდეს, იმისთვის, რომ სახელმწიფო ფუნქციური იყოს, ხალხს ემსახუროს; იმისთვის, რომ წამება არ იყოს, იმისთვის, რომ ციხეში პატიმარი არ კვდებოდეს, იმისთვის, რომ თუ რამე ხდება, გამოძიება დროული იყოს; მილიონობით თანხა რომ იფლანგება ბიუჯეტიდან, მართლა იმ თანხების კვლევას მიყვებოდეს ანტიკორუფციული ბიურო და ოპოზიციონერ დეპუტატებს არ დასდევდეს, რომლებიც კორუფციას ფიზიკურად ვერ ჩაიდენენ. ეს სია გვეუბნება, რომ არცერთი სახელმწიფო ორგანო არ გივარგათ, ვერ ფუნქციონირებს, ყველა არის მიტაცებული, ყველა ამ საშინელ სენს არის დაქვემდებარებული“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.
ნაცვლიშვილის თქმითვე, „MEGOBARI აქტი“ იმდენად თავზარდამცემი ამბავია ძალადობრივი, რუსული დაჯგუფებისთვის, რომ ახლა ნებისმიერ თემას გააქტიურებენ, შიდა დაპირისპირებასაც კი გამოიტანენ გარეთ, რომ როგორმე გადაფარონ „MEGOBARI აქტი“ და ქართველი ხალხის ეს დიდი წარმატება“.
ამასთან, ნაცვლიშვილმა ისაუბრა „ქართული ოცნების“ ყრილობაზე. მისი თქმით, „საქართველოს მოქალაქეებისთვის ამ ყრილობას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.
„სანამ რუსული პოლიტიკის გამტარებელი მოძალადეობრივი ჯგუფი ძალაუფლების სადავეებთან რჩება, საქართველოს მოქალაქეებისთვის ვითარება იმაზე უფრო მძიმეა, ვიდრე ოდესმე ამ ბოლო წლების განმავლობაში. მანამ სანამ არ მოხდება სრული ცვლილება, სანამ ხელისუფლების სათავეებთან არ მოვლენ ლეგიტიმური და ქვეყნის ინტერესები გამტარი ადამიანები, მანამდე რამდენი ყრილობაც არ უნდა ჩაატაროს არალეგიტიმურმა და ძალადობრივმა რუსულმა რეჟიმმა, ეს ქართველი ხალხის მომავალს ვერ დაიცავს. პირიქით, საფრთხის შემცველია. როგორც ვიცით, თავმჯდომარე უნდა აირჩიონ. თუკი ჯერ არ არის ეს პიროვნება სანქციების სიაში, თუ აირჩევენ გარანტირებულად შემიძლია ვუთხრა, რომ დაემატება დასასანქცირებელი პირების სიას. ამიტომ, შიდა ბრძოლებისთვის შეიძლება ვიღაცას უხაროდეს გათავმჯდომარება, მაგრამ მისთვის მთლად კარგი ამბავი არ იქნება ძალადობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარეობა.
ასე შევხედავთ თუ ისე, „ქართული ოცნება“ ეს არის გემი, რომელსაც გეზი აქვს ამ ქვეყნის დაღუპვის მიმართულებით. ამიტომ, ამ გემზე მეზღვაური გადანაცვლდება მარჯვნიდან მარცხნივ თუ პირიქით, საჭესთან თუ სხვა მოგვევლინება დროებით, ეს გემის კურსს არ შეცვლის. ამ გემის კურსი საქართველოსთვის დამღუპველია. ამიტომ, ამ გემს ჩვენ უნდა ჩავეხსნათ და ამისთვის გვჭირდება სამართლიანი “,- განაცხადა ნაცვლიშვილმა.