– ახლა არ არის ნახევარზომების, იმიტირებული პროცესების და კომისიების დრო, ახლა არის სწრაფი, გადამწყვეტი ნაბიჯების დრო

„ლელო“ პარლამენტში ევროკავშირის 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებულ შეხვედრას არ დაესწრება.
როგორც დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, „ლელო“ საკუთარ გეგმას, თუ როგორ გაატარებს ევროკავშირის რეკომენდაციებთან დაკავშირებულ რეფორმებს ერთ წელში, ხვალ წარუდგენს მედიას.
მისივე თქმით, „ლელო“ მონაწილეობას მიიღებს საკომიტეტო ფორმატებში რეფორმების განხილვის პროცესში.
ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ამოცანა არ არის ევროკავშირში გაწევრიანება.
„ქართულმა ოცნებამ“ 18 თვე დახარჯა არა ევროპული რეფორმების გატარებაში, არამედ ევროპის საწინააღმდეგო დეზინფორმაციის გატარებაში. მათი მიზანი და ამოცანა არასდროს ყოფილა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება, რადგან „ქართული ოცნება“ ემსახურება რუსეთს, „ლელო“ ემსახურება საქართველოს. ამიტომ ჩვენ სერიოზულად და სრული პასუხისმგებლობით ვეკიდებით ისტორიულ შანსს. ახლა არ არის ნახევარზომების, იმიტირებული პროცესების და კომისიების დრო, ახლა არის სწრაფი, გადამწყვეტი ნაბიჯების დრო,“ – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლალი მოროშკინა: რაო? პირადად ბიძინა ივანიშვილს და “ოცენებას” ჰააგაში გასამართლებით ემუქრებით? მეტის ღირსი ვართ, რომ 2012წელს უკანალში შერჭობილი თავები ამოგაყოფინეთ!!! ასე იცის ზედმეტმა დემოკრატიამ!!!

საბა ბუაძე – „ქართული ოცნება“ ეუთოს მისიას ყელმოღერებით პრეტენზიებს რომ უცხადებს, თავად რა გააკეთეს ფაქტების გამოკვლევისთვის და დამნაშავეების დასჯისთვის? – გამოიძიეს ვინ იყვნენ პირუტყვები, რომლებმაც ახალგაზრდებს სისხლიანი დღეები მოუწყვეს?