ანა ნაცვლიშვილი: არ მგონია, „ქართული ოცნება“ მოიქცეს ევროპულად და პრეზიდენტს ტრიბუნასთან სიტყვით გამოსვლა შესთავაზოს, თუმცა …

არ მგონია, „ქართული ოცნება” მოიქცეს მართლაც ევროპულად და პრეზიდენტს ტრიბუნასთან სიტყვით გამოსვლა შესთავაზოს, თუმცა კარგია, რომ ის ღონისძიებაზე იქნება – ეს არის ქართველი ხალხის ზეიმი და მეც ვიქნები მათთან ერთად, – ამის შესახებ პარტია “ლელოს” დეპუტატმა, ანა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ევროპული საბჭოს მიერ საქართველოსთან, სთან და მოლდოვასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება არის ევროპის გამარჯვება რუსეთზე.
“საზოგადოებაში, რა თქმა უნდა, ბუნებრივად არის დიდი სიხარული და როდესაც საზოგადოებაში არის მკაფიო საზეიმო განწყობა, რა თქმა უნდა, ხელისუფლება ვალდებულია, რომ დააორგანიზოს ზეიმი და უზრუნველყოს ლოჯისტიკა. ეს არის ქართველი ხალხის ზეიმი. მე ვიყავი ქართველ ხალხთან ერთად, როდესაც ჩვენ ვიბრძოდით საქართველოს ევროპული მომავლისთვის, მათ შორის, გაზის, წყლის ჭავლის, ხელკეტების მიუხედავად და, რა თქმა უნდა, ზეიმშიც ვიქნები ქართველ ხალხთან ერთად. პრეზიდენტის მხრიდან სწორია. არ მგონია, “ქართული ოცნება” მოიქცეს მართლაც ევროპულად და მას შესთავაზოს სიტყვით გამოსვლა ტრიბუნასთან, თუმცა კარგია რომ პრეზიდენტი იქნება,” – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერმა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე მაკა ბოჭორიშვილის, იუსტიციის მინისტრად ანრი ოხანაშვილის, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრად კი დავით სონღულაშვილის კანდიდატურები წარადგინა

პრემიერმა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე მაკა ბოჭორიშვილის, იუსტიციის მინისტრად ანრი ოხანაშვილის, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრად კი დავით სონღულაშვილის კანდიდატურები წარადგინა