ანა ნაცვლიშვილი – არ ვაპირებთ, რომ საქართველო შევატოვოთ ადამიანს, რომლის მდგომარეობაც ჩვენი ქვეყნისთვის არის საშიში და ამავე დროს, უკიდურესად სამარცხვინო

არ ვაპირებთ, რომ საქართველო შევატოვოთ ადამიანს, რომლის მდგომარეობაც ჩვენი ქვეყნისთვის არის საშიში და ამავე დროს, უკიდურესად სამარცხვინო, – ასე გამოეხმაურა „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთო ლიდერი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ს მიერ „TV იმედისთვის“ მიცემულ ინტერვიუს.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი არის წარსული, რომელსაც არცერთი დაპირება არ შეუსრულებია, ხოლო „ძლიერი საქართველო“ არის ამ წარსულის რეალური ალტერნატივა, რომელსაც აქვს გეგმა, თუ როგორ უნდა შეასრულოს ის, რასაც მოსახლეობას ჰპირდება.
„გუშინ მოვისმინეთ რუსი ოლიგარქის ინტერვიუ და უკლებლივ ყველამ ამ ქვეყანაში დაინახა, რომ ივანიშვილი უკვე არის ამ ქვეყნის წარსული. ეს სუსტი და შეშინებული კაცი ვერ იქნება მომავალი, მითუმეტეს ამ ქვეყნის მომავალი.
ჩვენ, „ძლიერი საქართველო“ არ ვაპირებთ, რომ საქართველო შევატოვოთ ადამიანს, რომლის მდგომარეობაც ჩვენი ქვეყნისთვის არის საშიში და ამავე დროს, უკიდურესად სამარცხვინო. ივანიშვილი არის წარსული, „ძლიერი საქართველო“ კი, საარჩევნო ნომრით 9 არის წარსულის რეალური ალტერნატივა, და სწორედ ამიტომ ეშინია ივანიშვილს განსაკუთრებით ჩვენი კოალიციის. ეს გუშინდელ ინტერვიუშიც კიდევ ერთხელ გამოჩნდა.
ივანიშვილს ეშინია ჩვენი კოალიციის, მას ეშინია 9 ნომრის იმიტომ, რომ მისგან განსხვავებით, ჩვენ, „ძლიერი საქართველო“ არ ვემსახურებით ოკუპანტის ინტერესებს, ჩვენ ვემსახურებით ჩვენი ქვეყნის, საქართველოს ინტერესებს. მას ეშინია ჩვენი იმიტომ, რომ ივანიშვილისგან განსხვავებით, ჩვენ ვაპირებთ შევასრულოთ ის დაპირებები, რომლებსაც ვაძლევთ ჩვენს ამომრჩეველს და ამავე დროს, ზუსტად ვიცით, როგორ უნდა გავაკეთოთ ეს.
ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ უნდა გავხადოთ ეს ქვეყანა ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი, ჩვენ ზუსტად ვიცით, როგორ უნდა შევქმნათ საქართველოში საქართველოს მოქალაქეებისთვის 200 000 სამუშაო ადგილი სამართლიანი ანაზღაურებით და ჩვენ ზუსტად ვიცით, როგორ უნდა უზრუნველვყოთ, რომ ხანდაზმულ ადამიანებს ამ ქვეყანაში ჰქონდეთ 1000-ლარიანი პენსია და ღირსეული სიბერე.
აი, ამიტომ ეშინია მას განსაკუთრებით ჩვენი ,“ძლიერი საქართველოსი“, რომელიც არის წარსულის რეალური ალტერნატივა. ზუსტად 4 დღეში არის 26 ოქტომბერი და საქართველოს მოქალაქეებს ამ დღეს გეძლევათ ძალა დაასრულოთ ეს სამარცხვინო და საშიში რუსი ოლიგარქის მმართველობა ამ ქვეყანაში და დავიწყოთ ძლიერი, სამართლიანი სახელმწიფოს მშენებლობა“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ