ანა ნაცვლიშვილი: არჩევნების გაყალბება საერთაშორისო მისიამ უნდა გამოიძიოს

“ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, ს განცხადებით, ნოდარ მელაძის შაბათის ეთერში გასული საგამოძიებო სიუჟეტები ადასტურებს იმას, რომ 26 ოქტომბრის გაყალბდა და საჭიროა ის საერთაშორისო მისიამ გამოიძიოს.
ანა ნაცვლიშვილის ამბობს, რომ ჩადენილია უმძიმესი დანაშაული, რომელიც ტოვებს ს ჩარევის ნათელ კვალს:
“ქართული ოცნების” ჯიბის პროკურატურა ვერ და არ გამოიძიებს ამას. პროკურატურას გამოძიების სურვილი და რეალური ნება რომ ჰქონოდა, მას არ დასჭირდებოდა საგამოძიებო სიუჟეტი და თავად მიიღებდა იმ ზომებს, რომელთა მიღებაც საქართველოს კანონმდებლობით ევალება. 26 ოქტომბრის არჩევნები არის ქართველი ხალხის ნების რუსული სპეცოპერაციის მეთოდებით მიტაცება, ამიტომ, ამას სჭირდება საგანგებო საგამოძიებო მექანიზმი საერთაშორისო მისია.”
ანა ნაცვლიშვილის აზრით, ეს უნდა იყოს ევროკავშირის მექანიზმი, რომელიც შეისწავლის ფაქტებს და დაადგენს მომხდარის დანაშაულებრივ ბუნებას სრულად მიუკერძოებლად, ყოველგვარი ინტერესთა კონფლიქტის და მიკერძოების გარეშე.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მამულაშვილი – სლოვაკეთის პრემიერი რუსულ ტრადიციას გაჰყვა, დამნაშავეები „ქართულ ლეგიონში“ ნახა – არ არის გამორიცხული „ოცნებამ“ ბრალდებები წამიყენოს, რადგან საქართველოსა და სლოვაკეთისთვის სცენარი კრემლში იწერება

სალომე ზურაბიშვილი – მცდარი დაშვებაა, თითქოს შეიძლება რეჟიმის იზოლაციის გადაწყვეტილების აღკვეთა არალეგიტიმურ მმართველებთან საკომუნიკაციო გზების შენარჩუნებით – ერთადერთი გზა სახალხო პროტესტის მხარდაჭერა და არჩევნებისკენ მოწოდებაა