ანა ლორთქიფანიძე: ქლორობენზილინ მალონონიტრილის მავნე ზემოქმედება კანზე ორჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე ქრომოაცეტონფენონისა და ბრომბენზოციანიდის!

“ქლორობენზილინმალონონიტრილი: UN3448
გადაუტანელი კონცენტრაცია ჰაერში 0.001-0.005მგ/ლ (1წთ), მავნე კონცენტრაცია 5მგ/მ3, გადაუტანელი ტოქსიკური დოზა 0.02 გ.წთ/მ3.
საშუალო ლეტალური ტოქსიკური დოზა (LCT50) 25 გ.წთ/მ3
მავნე ზემოქმედება კანზე ორჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე ქრომოაცეტონფენონისა და ბრომბენზოციანიდის!” – წერს ექიმი ანა ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში და ეხმაურება სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ “4-5 დეკემბრის ღამით, მასების მართვისათვის გამოყენებული იქნა ნივთიერება ,,ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი’’, რომლის გამხსნელადაც გამოიყენეს ნივთიერება ,,პროპილენ გლიკოლის’’ ხსნარი, აღნიშნული ნივთიერებებიდან არცერთი არ განეკუთვნება აკრძალულ ნივთიერებათა კატეგორიას”