ანა კობახიძე – სხვადასხვა ნომრიდან რეკავენ საარჩევნო ოლქების “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრებთან, თითქოს მე ვავალებ სხდომებზე ჩხუბის ატეხასა და ხმაურს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი ოპოზიციიდან, ანა განცხადებას ავრცელებს, რომ საოლქო კომისიის წევრებს მისი სახელით ურეკავენ და სხვადასხვა დავალებას აძლევენ.
ანა კობახიძის თქმით, ეს წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციაა.
“სხვადასხვა ნომრიდან რეკავენ საარჩევნო ოლქების “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრებთან და ეუბნებიან, რომ რეკავენ ჩემი დავალებით.
მათ ეუბნებიან, თითქოს მე ვავალებ სხდომაზე ჩხუბის ატეხვას და უმიზეზო ხმაურს. ეს არის სრული სიცრუე და პროვოკაცია!
რა თქმა უნდა, ჩვენი ოლქის წევრები ამას მიხვდნენ და არ წამოეგნენ პროვოკაციას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის პირდაპირი პროვოკაცია ჩვენს მიმართ”, – განაცხადა კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ალეკო ელისაშვილი – „იმედმა“ „ძლიერი საქართველოს“ საარჩევნო კლიპი გააჩერა, დაამტკიცეთ, რომ „ქართულ ოცნებას“ დაპირებები არ შეუსრულებიაო – უფასო ფული ვისაც გაქვთ გამოდით, უნდა დაგთვალოთ!