ანა კობახიძე – მივმართავთ საარჩევნო ადმინისტრაციას, უზრუნველყოს ინფორმაციის მოწოდება, რომელ ლოკაციებზე იქნება განთავსებული საწყობები, სადაც უბნისთვის საჭირო აპარატურა განთავსდება

ცესკო-ს წევრი ოპოზიციიდან, ანა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართავს და მათ ს-მ პასუხისმგებელი პირების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას სთხოვს, რომლებიც არჩევნებზე ტექნოლოგიების გამართვას უზრუნველყოფენ.
მისივე თქმით, ეს „პროცესს გამჭვირვალეს გახდის“.
„მივმართავთ საარჩევნო ადმინისტრაციას, ჩვენთვის, როგორც კომისიის წევრებისთვის და ჩართული მხარეებისთვის, უზრუნველყოს ინფორმაციის მოწოდება ქვემოთ ჩამოთვლილ მნიშვნელოვან საკითხებზე:
ცესკო-დან პასუხისმგებელი პირების თაობაზე, რომლებიც უზრუნველყოფენ ტექნოლოგიების: მთვლელი აპარატების, ვერიფიკაციის აპარატების და პლანშეტების პროგრამულ გამართვას, სიების ჩატვირთვას. ასევე, ოლქებზე და უბნებზე სხვა საჭირო ტექნიკურ მომსახურების გაწევას – სახელი, გვარი, ოლქებისა და უბნების მითითებით;
რომელ ლოკაციებზე იქნება განთავსებული საწყობები, სადაც მოხდება უბნისთვის საჭირო აპარატურის დასაწყობება (მისამართები ოლქების მიხედვით).
გვაცნობოთ გრაფიკი – როდის იგეგმება აპარატურის ტრანსპორტირება. მოგვაწოდოთ აპარატურის მოძრაობისთვის დადგენილი ინსტრუქცია, ასვე ვინ არიან საწყობების მენეჯერები (სახელების, გვარების და ოლქების მითითებით). ვის ექნება კონკრეტულ საწყობებში შესვლის უფლება (სახელის და გვარის მითითებით). იქნება თუ არა ვიდეო კონტროლი საწყობებში დამონტაჟებული. ასეთის შემთხვევაში გადაიცემა თუ არა სტრიმი ონალინ ან მოხდება თუ არა ჩანაწერის გაკეთება;
ს დღის წინასწარი შედეგების მიღების პროცესში, საარჩევნო უბნებიდან ტექნოლოგიური საშუალებების მეშვეობით მიღებული ყველანაირი ინფორმაციის შეგროვებაზე, დამუშავებაზე. ასევე, ცესკო-ში პასუხისმგებელი პირების თაობაზე (სახელების და გვარების მითითებით);
მიღებული ინფორმაცია რომელ სერვერზე/სერვერებზე იქნება შენახული და ვის ექნება ხელმისაწვდომობა აღნიშნულ ინფორმაციაზე (სახელის და გვარების მითითებით).
აღნიშნული ინფორმაციის ხელმისაწვდომობა საარჩევნო სუბიექტებისთვის კითხვებს მოხსნის და პროცესს გამჭვირვალეს გახდის.
ამ კითხვებით მივმართეთ ადმინისტრაციას და ველოდებით პასუხს“, – განაცხადა კობახიძემ, რომლის განცხადებასაც პარტია „ერთიანობა -ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ქადაგიშვილი – ჩვენ უცხო ქვეყნის ჩარევა ბევრჯერ გვინახავს – ჩარევებით ყოველთვის რუსეთი გამოირჩეოდა და ძალიან სამწუხაროა, რომ ეს სტარტი რუსეთისგან ევროკავშირის წევრი ქვეყნების მინისტრებმა გადაიღეს

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ოზურგეთის საკრებულოს წევრმა იმ ადამიანების ვინაობა გაასაჯაროვეს, რომლებიც მათი თქმით, „ქართული ოცნების“ დავალებით მოქალაქეების დაშინების კამპანიაში არიან ჩართულები

ნათია მეზვრიშვილი – გუშინ, პრეზიდენტის მიმართ ყოვლად მიუღებელი ქმედება „ქართული ოცნების“ დაკვეთით ზუსტად იმ დაჯგუფებამ განახორციელა, ვინც 9 ოქტომბერს, ამაღლების ქუჩაზე ჩვენი გუნდის წარმომადგენლებს თავს დაესხა