ანა კვანჭილაშვილი: ანუ ელენეს ურეკავდნენ, რომ პატარა გოგო ვისი ხარ? მამას რა ჰქვია? ნომერი? რა ვიცი მე გეუბნებით, ესენი აღარ არსებობენ

“შემოდის ზარი ჩემი 9 წლის შვილის ელენეს ტელეფონზე უცხო ნომრიდან.
დაჟინებით რეკავს და ვიღებ.
მე: გამარჯობა, რომელი ხართ?
ის: თქვენ?
მე: ვისთან რეკავთ?
ის: გამომძიებელი ვარ და საბა ჯაჯანიძეს ვეძებ.
და იქ რაც მოხდა ამის შემდეგ, ალბათ ენით არ გადმოიცემა.
ბოლოსკენ, როცა ყველაფრისგან გული მოვიოხე, მე: და ახლა, მას შემდეგ რაც გავარკვიეთ, თქვენი ადამიანობის შესახებ ყველაფერი, მე ხომ არ შემიძლია რამით დახმარება?
ის: დიახ, საბას ნომერს ხომ არ მეტყვით?
მე: ანუ 9 წლის ელენეს ნომერი იცით და საბასი არა? არა არ გეტყვით.
ის: ბოდიში ქალბატონო.
ანუ ელენეს ურეკავდნენ, რომ პატარა გოგო ვისი ხარ? მამას რა ჰქვია? ნომერი?
რა ვიცი მე გეუბნებით, ესენი აღარ არსებობენ, დასრულებულები არიან, დიდი ხანი გვჯიჯგნეს და გვიჭირს დაჯერება, თორემ ფიქციაა მათი არსებობა და იმედია, მალე გავუსწორებთ თვალს და გავიხედებით მომავლისკენ, სადაც უამრავი საქმე გვაქვს,” – წერს სოციალურ ქსელში პროევროპული საპროტესტო აქციების მონაწილე და აქტივისტი, საზოგადოებრივი ურთიერთობების სპეციალისტი ანა კვანჭილაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ვოლსკი – გახარიას მიმართ პროცესი პოლიტიკური არ არის – ის „ქართულ ოცნებას” საეჭვო გარემოებებში ჩამოსცილდა, გადადგა ნაბიჯები, რაც ეროვნული უსაფრთხოებისთვის პრობლემის შექმნას უკავშირდებოდა, ვფიქრობ ეს პოლიტიკური დემარში იყო

შალვა პაპუაშვილი – დღევანდელ ცვალებად სამყაროში, სადაც წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი უპრეცედენტო ზეწოლის ქვეშაა, დიპლომატია და დიპლომატის როლი განსხვავებულ მნიშვნელობას იძენს – დიპლომატია გახდა არამხოლოდ პროფესია, არამედ სახელმწიფოს თავდაცვის პირველი ხაზი