ანა დოლიძის განცხადებით, სოციალური სამსახურების სისტემა ჩამოშლილია და ს კიდევ ერთ შემთხვევაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება

პარტია „ ხალხისთვის“ ლიდერის, ანა დოლიძის განცხადებით, სოციალური სამსახურების სისტემა ჩამოშლილია და ს კიდევ ერთ შემთხვევაზე პასუხისმგებლობა კვლავ ხელისუფლებას ეკისრება.
„ვარკეთილში ახალგაზრდა ქალის საზარელი მკვლელობის ფაქტზე პასუხისმგებლობა ისევ ხელისუფლებას ეკისრება. ხელისუფლება არ დგამს რაიმე ნაბიჯს, იმისთვის, რომ შეამციროს მსგავსი საზარელი ქმედებები. პირიქით, ყოველკვირეულად გვესმის საზარელი შემთხვევა ოჯახში ძალადობის შესახებ. სოციალური სამსახურების სისტემა თითქმის ჩამოშლილია. ნორმალურ სახელმწიფოში სწორედ სოციალური სამსახურის მოვალეობა არის მსგავსი მგრძნობიარე ვითარება აღმოაჩინოს და მოახდინოს ასეთი ოჯახური ძალადობის პრევენცია“, – განაცხადა მ.
როგორც მან აღნიშნა, საქართველოში პრევენციის მექანიზმები სათანადოდ არ მუშაობს.
„სინამდვილეში საქართველოში არც პრევენციის მექანიზმები მუშაობს, სოციალური სამსახურის სახით, არც გამოძიების მექანიზმები მუშაობს. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ჩვენ უნდა შევქმნათ სწორედ ისეთი სოციალური სამსახური, რომელიც არის ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში, რომელსაც ექნება სურვილი, საშუალება და კომპეტენცია, დროულად დააკვირდეს ოჯახში ვითარებას და თავიდან აირიდოს ოჯახში ძალადობის საზარელი შემთხვევები“- აცხადებს ანა დოლიძე.
ანა დოლიძის განცხადებას პარტია „ანა დოლიძე ხალხისთვის“ ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრია ჯაღმაიძე: ეკლესია ყოველთვის ცდილობდა, ყოფილიყო ორივე მხარისთვის სალაპარაკო პლატფორმა. დოროთემ რაც გააკეთა – იმ ხალხს, ვინც უსმენს დოროთეს, შთაბეჭდილება დარჩა, რომ ეკლესია მათი მტერია. სინამდვილეში ეს ასე არ არის

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო – გერმანიის ელჩის გაწვევა ძალიან ნათელი დიპლომატიური სიგნალი იყო საქართველოს მთავრობისთვის, მოველით რომ ელჩზე პერსონალური თავდასხმები თავიდან იქნება არიდებული