ანა დოლიძე – 400 ლარიანი ჯებირის დაზიანებისთვის ბრალდებული ახალგაზრდები სისტემას ტყვედ ჰყავს აყვანილი

400 ლარიანი ჯებირებისთვის ბრალდებული ახალგაზრდების კვლავ ციხეში დატოვება არის პირდაპირი სასჯელი ,,ქართული ოცნების” მხრიდან, – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი სოციალურ ქსელში აქვეყნებს პოსტს.
ანა დოლიძე საპროტესტო აქციის დროს დაკავებულ ახალგაზრდებს სოლიდარობას უცხადებს.
„400 ლარიანი ჯებირებისთვის ბრალდებული ახალგაზრდების კვლავ ციხეში დატოვება არის პირდაპირი სასჯელი ,,ქართული ოცნების” მხრიდან. სისტემას ტყვედ ჰყავს აყვანილი საბა მეფარიშვილი და ომარ ოკრიბელაშვილი. მინდა სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოვუცხადო მათ. ძალიან ცოტა დრო რჩება, ყველა აგებს პასუხს, ვისაც ოდნავადაც წვლილი მიუძღვის ამ ბიჭების ციხეში გამომწყვდევისთვის”, – წერს ანა დოლიძე.