ანა დოლიძე ჰოლანდიის პარლამენტის წევრებთან შეხვედრებს აგრძელებს

კოალიცია ,,ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, ჰოლანდიის პარლამენტის წევრ, მპანზუ ბამენგას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ანა დოლიძე საკუთარ ,,ფეისბუქზე” აქვეყნებს.
“ვაგრძელებ შეხვედრებს ჰოლანდიაში, ჰოლანდიის პარლამენტის წევრებთან.
დღეს, შევხვდი ჰოლანდიის პარლამენტის წევრ, მპანზუ ბამენგას, რომელიც D66 პარტიას წარმოადგენს.
ჰოლანდია ძალიან დაინტერესებულია საქართველოში მიმდინარე მოვლენებით. შეხვედრაზე ვისაუბრეთ იმასთან დაკავშირებით, რომ ჰოლანდიის ჩართულობა და დემოკრატიული პროცესებისთვის მხარდაჭერა არის ძალზედ მნიშვნელოვანი.
ამასთანავე, ხაზი გაესვა სანქციებს, პერსონალური სანქციები ,,ქართული ოცნების” ლიდერებზე და მათ სრულწლოვან შვილებზე მნიშვნელოვანია, რათა მათ ვერ ისარგებლონ ევროპული კეთილდღეობით. ასევე, აუცილებელია სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მხარდაჭერა” ,- წერს ანა დოლიძე „ფეისბუქზე“.

ასევე დაგაინტერესებთ

მეუფე შიო – გაისად, 1700 წელი სრულდება ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან – განსაკუთრებით ვემზადებით აღსანიშნად და გვსურს, ამაში ჩაერთოს ფართო წრეები, მთელი ჩვენი ხალხი, ხელისუფლება, ეკლესია, ახალგაზრდობა