ანა დოლიძე – ჯინ შაჰინმა და მაიკ ტერნერმა საჯაროდ გამოხატეს წუხილი საქართველოში ხელისუფლების მხრიდან კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით

მათ დღეს, საჯაროდ გამოხატეს საქართველოში ხელისუფლების მხრიდან კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით წუხილი,- ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა მ საქართველოში ვიზიტით მყოფ სენატორ ჯინ შაჰინთან და კონგრესმენ მაიკ ტერნერთან შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც დოლიძე განმარტავს, შეხვედრაზე იმედი გამოითქვა, რომ არჩევნები დემოკრატიულ გარემოში ჩატარდება.
„ეს ვიზიტი იყო მხოლოდ და მხოლოდ საქართველოში. ამერიკიდან 2 დღით საქართველოს 2 მეგობარი, 2 ძალიან სერიოზული მაღალჩინოსანი ჩამოვიდა, რომ კიდევ ერთხელ გამოხატოს ქართველი ხალხის მიმართ მხარდაჭერა. მათ დღეს, საჯაროდ, გამოხატეს წუხილი საქართველოში ხელისუფლების მხრიდან კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით, მაგრამ ღრმა რწმენა გამოითქვა, რომ არჩევნები დემოკრატიულ, თავისუფალ გარემოში ჩატარდება და ეს არის რა თქმა უნდა, ის სიმბოლური დატვირთვა, რაც ამ ვიზიტს აქვს, სწორედ, ახლა, როცა არჩევნებამდე 2 თვეა დარჩენილი“, – განაცხადა დოლიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ