– წულუკიანის ფანჩატურის ამოცანაა აღიარების ხელშეწყობა

წულუკიანის ფანჩატურის ამოცანაა, ისეთი რაღაც დაწერონ, სადაც ჩვენ გამოვალთ მტყუანები, – ამის შესახებ კოალიცია ,,ხალხისთვის-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მ განაცხადა, რითაც პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობას ეხმაურება.
ანა დოლიძის განცხადებით, საგამოძიებო კომისიის მიზანია ოკუპირებული სთვის და ე.წ სამხრეთ ოსეთისთვის საერთაშორისო აღიარების საკითხის მომზადება.
,,ჩემს უკან ხედავთ პარლამენტის მიმდინარე ტერიტორიას, სადაც მიმდინარეობს თეას ფანჩატურის სხდომა. თავიდანვე ვთქვი, რომ ეს ყველაფერი ემსახურება სამ რაღაცას. პირველი ეს არის ყურადღების გადატანა, რეალურად ამ ბანდას დღის წესრიგის მხრივ არაფერი არ აქვთ, არიან ჩიხში და იგონებენ ამ ყველაფერს. მეორეც ეს ემსახურება მაქსიმალურად დაამცირონ ოპოზიცია, შეურაცხყოფა მიაყენონ, ხაფანგში მოამწყვდიონ, მიხვალ არ მიხვალ. მესამე ეს არის ის, რაც დღეს ხდება და ეს არის ჯარისკაცებზე ანგარიშსწორება. თავიდან ბოლომდე აგვისტოს ომის გადაწერა, ეს არის ამათი მოღალატეობრივი ამოცანა. აგვისტოს ომთან დაკავშირებით ანგარიშები არსებობს, კვლევები არსებობს, არის ჩვენებები და ყველაფერი დადგენილია. ს ომი საქართველოს წინააღმდეგ დადგენილია. ეს ყველაფერი გამოკვლეულია. საერთაშორისო სისხლის სასამართლოში, ჰააგაში ამასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს, სამი ადამიანი უკვე მიცემულია პასუხისგებაში, ამის გადაწერის მცდელობაზეა აქ საუბარი. წულუკიანის ფანჩატურის ამოცანაა, ისეთი რაღაც დაწერონ, სადაც ჩვენ გამოვალთ მტყუანები. ეს არის უბრალოდ შირმა, სინამდვილეში აქ იქნება ისტორიის გადაწერა. სთვის და ე.წ სამხრეთ ოსეთისთვის საერთაშორისო აღიარების საკითხის მომზადება. ეს სამართლებრივი საფუძველი სჭირდებათ ამათ, რომ ჩვენ აღმოვჩნდეთ აგრესორები და არა საერთაშორისო აგრესიის მსხვერპლები”, – განაცხადა ანა დოლიძემ, რომლის განცხადებას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნატო ჩხეიძე: კადრი კადრად და რომ მოვუსმუნე, განათლების რეფორმაზე საუბრობდა ჩვენი პრემიერი, სკამზე ჯდომა რომ ვერ ასწავლეს ის. ჟურნალუსტმა ეკონომიკაზე ჰკითხა და ეს განათლებაზე პასუხობს

შალვა პაპუაშვილი გაფართოების ანგარიშზე – ასეთი პრეტენზია საქართველოს შეფასებისა, გვახსოვს, ვის ჰქონდა – საბჭოთა მოსკოვს, რომელიც ხან ხუთწლედის გეგმებს გვისახავდა და ხან რას – ბრიუსელი პირდაპირი გზით მიექანება უკან, საბჭოთა კავშირისკენ