კოალიცია ,,ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე წინასაარჩევნო კამპანიას თბილისის რაიონში, ისანში განაგრძობს. ამის შესახებ ინფორმაციას ანა დოლიძის პრესსამსახური ავრცელებს.
როგორც ანა დოლიძემ ამომრჩეველთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ხალხი 26 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ დამარცხებასა და კოალიციურ მმართველობას ელოდება.
“ხალხი არის ძალიან მოტივირებული, ათობით მოქალაქეს ვესაუბრე და ყველა ელოდება 26 ოქტომბერს, რათა ეს ხელისუფლება გავუშვათ და ქვეყანაში დაიწყოს კოალიციური მმართველობა. დღეს ადამიანებს ადარდებთ გაზრდილი ფასები და სამუშაოების არქონა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ აღვასრულოთ ქართველი ხალხის ნება, დავიწყოთ სვლა ევროკავშირისკენ და შევქმნათ კეთილდღეობა ხალხისთვის”, – განაცხადა ანა დოლიძე.