ანა დოლიძე – ჩვენ ვართ გმირების ერი

ჩვენ ვართ ერი, რომელსაც გადაშენება, გადაჯიშება, ოკუპაცია, გარუსება არ უწერია – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მ შინდისში განაცხადა.
მისი თქმით, ჩვენ ვართ ერი, რომელიც კბილებით დაიცავს საკუთარ დამოუკიდებლობას და თავისუფლებას.
„შინდისის ბრძოლა აჩვენებს, რომ ჩვენ ვართ გმირების ერი. ჩვენ ვართ ერი, რომელიც კბილებით დაიცავს საკუთარ დამოუკიდებლობას და თავისუფლებას. საქართველოს დამოუკიდებლობასთან კომპრომისები არ იქნება. ჩვენ ვართ ერი, რომელსაც გადაშენება, გადაჯიშება, ოკუპაცია, გარუსება არ უწერია. ეს არის თავისუფლებისთვის ბრძოლის თავგანწირვის უმაღლესი ზომა, რაც არის შინდისი და ჩვენ ვართ ვალდებული ვატაროთ თან. როდესაც საშუალება არის გავიხსენოთ და ვატაროთ ის ალამი, რაც არის ის, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა საქართველოს თვითმყოფადობა იყოს შენარჩუნებული“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ