ანა დოლიძე – ჩვენ ამ პარლამენტში არ შევალთ – იურიდიულად ყველაფერს სწორად გავაკეთებთ, დიდი ხანია განცხადებები დაწერილი გვაქვს, მაგრამ დღეს იქ არ წავალთ, სადაც გვეტყვიან: „უკაცრავად, სამუშაო საათები არ არის“

სიების ჩახსნა შესაძლებელი გახდება მას შემდეგ, რაც პარლამენტის უფლებამოსილება იქნება ცნობილი, ამის შემდეგ ჩვენ იურიდიულად ყველაფერს სწორად გავაკეთებთ – დღეს იქ არ წავალთ, სადაც გვეტყვიან, უკაცრავად, სამუშაო საათები არ არის, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა.
როგორც დოლიძემ „ძლიერი საქართველოს“ პარლამენტში არ შესვლასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა, პარტიის მიზანი არა მხოლოდ პარლამენტში არ შესვლაა, არამედ არის ის, რომ საერთოდ არ შედგეს მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა.
„რა თქმა უნდა, ვაპირებთ საპარლამენტო სიების ჩახსნას და ეს ნათქვამიც გვაქვს. „ძლიერი საქართველო“ ვართ კოალიცია, სადაც 4 პარტია შედის: „პარტია ხალხისთვის“, „ლელო“, „თავისუფლების მოედანი“ და „მოქალაქეები“. ცალ-ცალკე ყველა ლიდერს ეს განცხადება გაკეთებული აქვს. იძულებული ვარ ავხსნა რა ხდება დღეს, რა საკითხთან გვაქვს საქმე და იძულებული ვარ, რომ მოქალაქეებისთვის განვმარტო იურიდიული საკითხების მოკლე კურსი. მოქალაქეები იმსახურებენ იმას, რომ ვთქვათ – ჩვენ ამ პარლამენტში არ შევალთ და ამ პარლამენტს ქმედით უნარიანობას არ მივანიჭებთ.
გარდა ამისა, ჩვენი ამოცანაა, საერთოდ არ შედგეს ეს სხდომა. აბა რატომ ვართ ქუჩაში?! ორი კვირაა ქუჩებს ვკეტავთ, ყველა არა, ჩვენ ვკეტავთ ქუჩებს, იმიტომ, რომ არ გვინდა ეს სხდომა საერთოდ შედგეს. ჩვენ ყველანაირი ძალებით ვეცდებით, რომ სხდომა არ შედგეს“, – განაცხადა დოლიძემ.
როგორც ის განმარტავს, სიების ჩახსნა შესაძლებელი იქნება მაშინ, როდესაც პარლამენტის უფლებამოსილება იქნება ცნობილი, ხოლო ყველა განცხადება, რაც მანამდე კეთდება, დოლიძის თქმით, არის სიმბოლური ტიპის პოლიტიკური განცხადებები.
„როდესაც საუბარია უფლებამოსილების შეწყვეტაზე და სიების ჩახსნაზე, ეს არის სხვადასხვა რაღაც. ორივე შეიძლება მოხდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც პარლამენტის უფლება-უნარიანობა იქნება ცნობილი. საარჩევნო კოდექსის 120-ე მუხლი. მაპატიეთ, ვისაც იურიდიულზე არ გინდოდათ ჩაბარება. ყველაფერი რაც მანამდე კეთდება, მსგავსი განცხადებები არის სიმბოლური ტიპის პოლიტიკური განცხადებები.
რამდენჯერაც ვიღაცას მოაფიქრდება – „აბა კიდე გააკეთეთ განცხადება!“… სიების ჩახნა შესაძლებელი გახდება მას შემდეგ, რაც პარლამენტის უფლებამოსილება იქნება ცნობილი, ამის შემდეგ ჩვენ იურიდიულად ყველაფერს სწორად გავაკეთებთ. დიდი ხანია განცხადებები უკვე დაწერილი გვაქვს. დღეს იქ არ წავალთ, სადაც გვეტყვიან, რომ უკაცრავად, სამუშაო საათები არ არის“,- განაცხადა ანა დოლიძემ.
გარდა ამისა, დოლიძემ ოპოზიციის სამოქმედო სტრატეგიაზე საუბრისას აღნიშნა, რომ მათი მთავარი ამოცანაა ხელი შეუშალონ ს შემაჯამებელი ოქმის შედგენაში და არ შედეგს პარლამენტის სხდომა.
„ჩვენი შუალედური ამოცანა ხელი შევუშალოთ ცესკოს შემაჯამებელი ოქმის შედგენაში. ის ამას უახლოეს დღეებში გააკეთებს. საპროტესტო მოძრაობა მუშაობს იმაზე, რომ ეს გააკეთოს. მეორე შუალედური ამოცანაა, არ შედეგს საქართველოს პარლამენტის სხდომა, ამ ყველაფერს ვაკეთებთ მშვიდობიანი წინააღმდეგობის მეშვეობით. ამის შემდეგ, მიუხედავად იმისა თუ რა მოხდება, ჩვენი ბრძოლა გრძელდება. ეს არის პროევროპული მოძრაობა, აპოთეოზი არის საქართველოს გათავისუფლება და ევროკავშირში შეყვანა“, – განაცხადა დოლიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯო უილსონი – ეუთო/ოდირის ანგარიშის განხილვის შემდეგ, ვიმეორებ: დე ფაქტო „ქართული ოცნების“ ელისუფლება არ არის ლეგიტიმური – ნებისმიერი ახალი მთავრობა უნდა ჩამოყალიბდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით