ანა დოლიძე – ჩვენმა პარტნიორებმა კიდევ ერთხელ შეგვახსენეს ის კატასტროფული შედეგები, რომელიც ე.წ რუსული კანონის მიღებას მოჰყვა და მოჰყვება, თუ ამ კანონს უკან არ გაიწვევენ

„ქართული ოცნება”, რაც არ უნდა ეცადოს, რომ ეს პრობლემა შეამციროს და თქვას, რომ ვიღაც „ქურდმა“ და „მაყურებელმა“ ეს გადაწყვეტილება უბანში მიიღო, არ გამოვა. სინამდვილეში კი ევროპის ყველაზე მაღალო დონიდან გვითხრეს, რომ ჩვენი ევროპული გზა გაჩერდა, – ასე გამოეხმაურა პარტია „ხალხისთვის” ლიდერი , გერმანიის ელჩის პეტერ ფიშერისა და საქართველოში ევროკავშირის ელჩის ს განცხადებას, ურთიერთობების გადახედვასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ხელისუფლება საკუთარი ხალხის ომით შანტაჟს უნდა შეეშვას და ხელისუფლებას იმ პასუხისმგებლობის შესრულებისკენ მოუწოდებს, რასაც ქვეყნისა და საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოებაზე ზრუნვა ჰქვია.
„ჩვენმა პარტნიორებმა კიდევ ერთხელ შეგვახსენეს ის კატასტროფული შედეგები, რომელიც ე.წ “რუსული კანონის” [“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”] მიღებას მოჰყვა და მოჰყვება, თუ ამ კანონს უკან არ გაიწვევენ. ევროკავშირიდან არის პირდაპირი განცხადება, რომ ჩვენი ევროპული გზა გაჩერდა, 30 წლიანი მუშაობა არის გაჩერებული. გაჩერდება და გადაიხედება სამხედრო დახმარება დასავლეთიდან, ზოგადი ფინანსური მხარდაჭერაც, ამ ეტაპზე 2 მილიარდი ევროს დახმარება. ეს ყველაფერი ჩვენი ხელისუფლების უპასუხისმგებლო პოლიტიკითაა გამოწვეული.
სამწუხაროა, რომ ის საამაყო სამხედრო პროგრამები, მათ შორის “ღირსეული პარტნიორი” დროებით შეჩერდება. ევროკავშირი და ხაზს უსვამს, რომ მათი მხარდაჭერა ქართველი ხალხის მიმართ ცალსახა იქნება, თუმცა მხარდაჭერა ხელისუფლების მიმართ, რომელიც დასავლეთისა და საკუთარი ხალხის წინააღმდეგ მუშაობს, ვერანაირად ვერ იქნება მხარდაჭერილი. ხელისუფლება უნდა შეეშვას საკუთარი ხალხის ომით შანტაჟს. პასუხისმგებლობა უსაფრთხოებასა და ჩვენს სიმშვიდეზე ხელისუფლებას აქვს და ისე იმოქმედოს, რომ ჩვენი უსაფრთხოება დაცული იყოს.
“ქართული ოცნება” , რაც არ უნდა ეცადოს, რომ ეს პრობლემა შეამციროს და თქვას, რომ ვიღაც “ქურდმა” და “მაყურებელმა” ეს გადაწყვეტილება უბანში მიიღო, არ გამოვა. სინამდვილეში კი ევროპის ყველაზე მაღალო დონიდან გვითხრეს, რომ ჩვენი ევროპული გზა გაჩერდა. მთავარი, ვინც ამის ფასს გადაიხდის საქართველოს მოქალაქეები არიან”, – განაცხადა ანა დოლიძემ.
ცნობისთვის, გერმანიის ელჩის, ჰეტერ ფიშერის განცხადებით, გერმანია საქართველოსთან დაკავშირებით ურთიერთობის გადახედვას აწარმოებს.
“ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ამჟამად საქართველოსთან მიმართებაში ახალი ვალდებულებები არ ავიღოთ, ამიტომ გერმანიიდან საქართველოსთვის ახალი ფინანსური ვალდებულებები ამჟამად არ არის. ასევე, გერმანიის შეიარაღებულმა ძალებმა „ღირსეული პარტნიორის“ წვრთნებში მონაწილეობა გააუქმა. ჩვენ გავაუქმეთ დიდი სამართლებრივი ფორუმი, რომელიც გასულ წელს თბილისში გაიმართა და ამ ზაფხულს ბერლინში უნდა ჩატარებულიყო. ჩვენ შემდგომ მოქმედებებს განვიხილავთ”, – განაცხადა პეტერ ფიშერმა.
ასევე, საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, ამ დროისთვის, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება შეჩერებულია. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის სფეროს მხარდასაჭერად გამოყოფილი 30 მილიონი ევროც გაყინა. ელჩის თქმითვე, ისინი საქართველოში არსებულ სიტუაციას ყურადღებით აკვირდებიან და სანქციებსაც განიხილავენ, თუმცა ამ საკითხზე, ამ დროისთვის ევროპულ სტრუქტურებში ერთსულოვნება არაა.