ანა დოლიძე – ჩემი შეთავაზება იყო, რომ 2013 წელს უნდა გაკეთებულიყო „სიმართლის კომისია“ და შემდეგი 11 წელი „სისხლიანი 9 წლის“ ძახილით ვერ ირბენდა არაკომპეტენტური მოღალატეების ხროვა

სიბოროტეა ვიღაცების დაბარება. მაგრამ თუ დაბარებაა, მე ჩამოგითვლით ვინ უნდა დავიბაროთ მართლა, როგორც რეპრესიული სისტემის (2004-2025) შემოქმედები,- ამის შესახებ კოალიცია ,,ძლიერი საქართველოს“ერთ-ერთმა ლიდერმა, მ საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც ანა დოლიძე აღნიშნავს, მისი შეთავაზება იყო, რომ 2013 წელს უნდა გაკეთებულიყო “სიმართლის კომისია”.
„ჩემი პოზიცია და შეთავაზება თავის დროზე დაფუძნებული იყო მსოფლიო გამოცდილებას და ასეულობით კვლევას: 2013 წელს უნდა გაკეთებულიყო „სიმართლის კომისია“ და შემდეგი 11 წელი „სისხლიანი 9 წლის“ ძახილით ვერ ირბენდა არაკომპეტენტური მოღალატეების ხროვა. ამის მაგივრად დღევანდელ უნიჭო დადგმაში არალეგიტიმურ პარლამენტში სრული სიბოროტეა ვიღაცების დაბარება. მაგრამ თუ დაბარებაა, მე ჩამოგითვლით ვინ უნდა დავიბაროთ მართლა, როგორც რეპრესიული სისტემის (2004-2025) შემოქმედები.
დავიწყოთ ნათია თურნავადან.
1996-2000 წწ. იყო სახელმწიფო კანცელარიის სამსახურის უფროსის მოადგილე; თბილისის საკრებულოს წევრი და საფინანსო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე; 2000-2005წწ. ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე; 2005 წელს უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე; 2005 წლის აგვისტოდან ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე; 2013-2018 წწ. “საპარტნიორო ფონდის” აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე; უმსხვილესი ქართული კერძო სამრეწველო ჯგუფის (GIG) მმართველი საბჭოს წევრი; საქართველოს საერთაშორისო ენერგოკორპორაციის აღმასრულებელი დირექტორი. 2018-2019 წწ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე; 2019 წლის 18 აპრილიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი“, – წერს ანა დოლიძე „ფეისბუქში“.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან გაჩეჩილაძე – ერთ-ერთი საჭიროება, რისთვისაც შექმნეს იუსტიციის სახლი იყო, რომ აღრიცხეს ყველა და ყველაფერი, ვინც კი სუნთქავდა, იმიტომ, რომ არჩევნები ეკონტროლებინათ – აღრიცხულ ადამიანებს ინდივიდუალურად ემუშავებოდნენ

საგარეო უწყება ევროკავშირის დელეგაციის წევრის ქვეყანაში არ შემოშვებაზე – ადგილი ჰქონდა ტექნიკურ გაუგებრობას, გვქონდა კომუნიკაცია ევროკავშირის მხარესთან, რის შესახებაც მათ განემარტათ და საკითხი ამოწურულია