ვალდებულია დაიცვას ქართველი ხალხი და არა ეს კრიმინალური ბანდა

შსს ვალდებულია დაიცვას ქართველი ხალხის უსაფრთხოება. ყაველაშვილის ფეხსაცმელების უსაფრთხოება კი არ უნდა დაიცვას, – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ანა დოლიძემ განაცხადა, რითაც რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციას გამოეხმაურა.
ანა დოლიძის თქმით, წინააღმდეგობის მოძრაობა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის უკვე შექმნილია
“წინააღმდეგობის მოძრაობა ძალაშია, გამოიყვანეს ისევ რობოკოპები, პირველ რიგში ვალდებულია დაიცვას ქართველი ხალხის უსაფრთხოება. ყაველაშვილის ფეხსაცმელების უსაფრთხოება კი არ უნდა დაიცვას. წინააღმდეგობის მოძრაობა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის უკვე შექმნილია. ის არსებობს და ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე”, – განაცხადა ანა დოლიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ცუცქირიძე: როგორ ფიქრობთ, თქვენ და თქვენს თანაპარტიელებს გეყოფათ გამბედაობა, კომპეტენცია ან ლეგიტიმაცია ამ თემებზე ჩვენთან სადისკუსიოდ? ეჭვი მეპარება, მაგრამ თუ გადაწყვეტთ, ჩვენ დიდი ხანია მზად ვართ