– შვედეთის, იტალიის და ნიდერლანდების სოციალ-დემოკრატიული პარტიები მიმართავენ მთავრობებს და მოითხოვენ აქტიურ ქმედებას საქართველოს მმართველ რეჟიმთან მიმართებით, კერძოდ მთავარი მოქმედი პირებისა და მათი ოჯახების სანქცირებას

პარტია „ხალხისთვის“ თავმჯდომარის, ანა დოლიძის განცხადებით, შვედეთის, იტალიის და ნიდერლანდების სოციალ-დემოკრატიული პარტიები მიმართავენ მთავრობებს და მოითხოვენ აქტიურ ქმედებას „საქართველოს მმართველ რეჟიმთან მიმართებით“, კერძოდ კი, მათი ოჯახების სანქცირებას. ამის შესახებ „ფეისბუქზე“ წერს.
„მაგარი ამბავი! მეგობრებო, როგორც შემატყობინეს შვედეთის, იტალიის და ნიდერლანდების სოციალ-დემოკრატიული პარტიები (ყველაზე დიდი ოპოზიციური გაერთიანება) მიმართავენ მთავრობებს და მოითხოვენ აქტიურ ქმედებას საქართველოს მმართველ რეჟიმთან მიმართებაში. ისინი მოითხოვენ მთავარი მოქმედი პირებისა და მათი ოჯახების სანქცირებას, ქონების გაყინვას და გაყინული სახსრების გადაცემას სამოქალაქო საზოგადოების და მედიის მიზნებისთვის“, – წერს ანა დოლიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი – როცა სინოდზე უხუცესმა მღვდელმთავარმა იკითხა, დევს თუ არა სეიფში ანდერძი, მღვდელმთავრებმა დაამოწმეს, რომ არ დევს, საფუძველი არ გვაქვს, ეჭვი შევიტანოთ – სეიფები სიცოცხლეში მისი უწმინდესობის თანდასწრებით დაილუქა