ანა დოლიძე – „ქართულმა ოცნებამ“ დრაკონი გააღვიძა

სტუდენტები აუდიტორიებში იყვნენ, მაგრამ იმდენი გააკეთეს, რომ გააღვიძეს ეს სასწაული ძალა – „ქართულმა ოცნებამ“ დრაკონი გააღვიძა, – ამის შესახებ პარტია „ხალხისთვის“ ლიდერმა, მ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე განაცხადა.
ანა დოლიძის მოსაზრებით, ბოლო ერთ კვირაში საქართველოს უპრეცედენტო რაოდენობის უცხოელი მაღალჩინოსანი ეწვია და ეს შეიძლება გახდეს საშუალება იმისა, რომ ხელისუფლებას უკან დაახევინოს.
„ყველა აქციაზე ვიყავი, დღეს საერთოდ სხვა ხალხი ვნახე ჩვენი სტუდენტების სახით. მინდა, ვთქვა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დრაკონი გააღვიძა. სტუდენტები აუდიტორიებში იყვნენ, მაგრამ იმდენი გააკეთეს, რომ გააღვიძეს ეს სასწაული ძალა და ეს ძალიან მაგარია, პროტესტი გაგრძელდება. დღეს პროცესი პარლამენტში უნდა ყოფილიყო, მაგრამ გადავიდა ქუჩაში. სანამ იქნება მუხტი, პროტესტი იქნება ქუჩაში და რა თქმა უნდა, ჩვენ ამას მხარს ვუჭერთ. მე, როგორც პოლიტიკოსი არავითარ წინა პლანზე არა ვარ, პოლიტიკოსები მხარს ვუჭერთ იმ დაკვეთას, რომელიც ქართველ ხალხს აქვს და განსაკუთრებით მომავალ თაობას. როგორც კი საჭიროება იქნება, რომ ჩვენ სხვა როლი შევასრულოთ, რა თქმა უნდა, ჩვენს სიმაღლეზე ვიქნებით.
ძალიან ბევრი რამეა დამოკიდებული ამ კვირაზე. ერთი კვირის განმავლობაში ასეთი დასწრება ევროპელი და ამერიკელი მაღალჩინოსნების ძალიან იშვიათია. ერთხელ იყო, როცა რუსეთმა კინაღამ რეალური სამხედრო ოკუპაცია გააკეთა, მაშინ იყვნენ აქ ევროპელი მაღალჩინოსნები. ახლა აქ უპრეცედენტო დასწრებაა და მე იმედი მაქვს, რომ ეს იქნება საშუალება, რომ ხალხთან ერთად „ოცნებას“ რაიმე შევაგნებინოთ და უკან დაიხიოს“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”