ანა დოლიძე – ფინანსური განათლება დაწყებითი სკოლიდანვე უნდა ისწავლებოდეს

პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი, დაწყებით კლასებში ფინანსური განათლების სწავლების შემოღების ინიციატივით გამოდის.
მისივე თქმით, კერძო საკუთრების ცნება და სესხი საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობას არ ესმის, ხშირ შემთხვევაში ადამიანები ვერ იგებენ, თუ რა ხელშეკრულებას აწერენ ხელს.
,,ჩვენ მოვდივართ საბჭოთა კავშირიდან, კერძო საკუთრების ცნება, სესხი, ჩვენი თანამოქალაქეების უმრავლესობას არ ესმის, ადამიანები ვერ იგებენ თუ რა ხელშეკრულებას აწერენ ხელს. ისედაც, ბევრ იურისტს უჭირს გაიგოს, თუ რა წერია სასესხო ხელშეკრულებაში და ჩვენ სახელმწიფოს უნდა ეს ყველაფერი 90 წლის ბებიას, რომელსაც არც იურიდიული და არც ფინანსური განათლება არ აქვს, მას გააგებინოს. ხელისუფლებამ ამ ყველაფერთან ერთად მარტო დაგვტოვა. დღეს მიდის გაუთავებელი, უსაგნო მსჯელობა უნდა ისწავლებოდეს თუ არა ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებები სკოლებში, ეს ყველაფერი მოკლებულია ხალხის დაკვეთას და დაკავშირებულია არაფრის მომცემ საუბართან. ერთადერთი, რაც დღეს მნიშვნელოვანია ამ კუთხით და აუცილებლად გადასაწყვეტია, არის ფინანსური განათლების სწავლების შემოღება დაწყებითი კლასებში, რომელსაც ეს ხელისუფლება თუ არა ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ“, – აცხადებს ანა დოლიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი წერეთელი – უვიზო მიმოსვლის გაუქმება შეიძლება უახლოეს პერიოდში გადაწყვეტილების საკითხი იყოს ევროკავშირში – დისკუსია დაწყებულია და ამა თუ იმ შედეგით დასრულება, საქართველოში არსებულ ვითარებაზეა დამოკიდებული

მეუფე იაკობი – მინდა, ამ მონასტრის [ბოდბის] დედა და დები დავლოცო – ებრძვიან ხოლმე ლაჩრები, ხან ტელევიზია გამოვარდება, თუ მომხვდნენ ხელში, ვერ გადამირჩებიან, პატრონები ვერ უშველიან ჩემთან, ნახავენ უფლის ძალას