– საჯარო მოხელეებო, თქვენ შეგიძლიათ დაამთავროთ უბედურება, რაც რუსთაველზე ხდება

საჯარო მოხელეებო, თქვენ შეგიძლიათ ეს უბედურება დაამთავროთ, რაც ხდება რუსთაველზე , – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მ განაცხადა.
ანა დოლიძის განცხადებით, გარანტიას აძლევს საჯარო მოხელეებს, დაბრუნდებიან სამსახურებში, თუ ახლა სწორ მხარეს დადგებიან.
“გამოვედით მერიოტიდან, გარეთ დაგხვდნენ ტიტუშკები. ისევ ზონდერ ბრიგადები, სამწუხაროდ დააკავეს , იმედია არის კარგად და არ არის ნაცემი. რეალურად იყო თავდასხმა ჩვენზე. ახლა ვიმყოფებით რუსთაველზე, არის ძალიან ბევრი ხალხი, ყველაფერი მეორდება, რაც ხდებოდა წარსულში. ახლა მინდა მივმართო საჯარო მოხელეებს, ელჩებს, მოადგილეებს, სამმართველოს უფროსებს, ეს ყველაფერი რომ მშვიდობიანად დამთავრდეს ამის გასაღები გაქვთ თქვენ. ამდენი წელი ზრდი შვილს, ამზადებ, აძლევ განათლებს და მერე ვიღაცა კუნთმაგარმა ტიტუშკამ უნდა გიცემოს. მე თანავუგრძნობ პოლიციას, ქუჩაში ჩვენ გხვდება სიკვდილის ბრიგადები. საჯარო მოხელეებო თქვენ გაქვთ მარტო გასაღები ეს ყველაფერი დამთავრდეს, მშვიდად წყნარად. ყველგან იპოვით სამსახურებს. მე გაძლევთ გარანტიას, საამაყო ხალხს ჩვენ დავაბრუნოთ სამსახურებში. ეს ქვეყანა დგას ფასეულობებზე და ეს ფასულობა არის სამშობლოს სიყვარული”, – განაცხადა ანა დოლიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

პაატა ზაქარეიშვილი – „ქართული ოცნება“ პატიმრებს ამზადებს სავაჭროდ – მისი ამოცანაა, რასაც აკეთებს ლუკაშენკო, ამერიკამ ბელარუსს სერიოზული სანქციები მოუხსნა, ლუკაშენკომ პატიმრები გაუშვა

სალომე სამადაშვილი – პარტიების აკრძალვასთან ტანდემში ოპოზიციონერების სამართლებრივი დევნა ოპოზიციის აბსოლუტური განადგურების მცდელობაა – რუსული პოლიტიკური სისტემის ანალოგის შექმნა მიდის