ანა დოლიძე: საქართველოში ევროკავშირის საგამოძიებო მისიის სწრაფად ჩამოსვლა შესაძლებელია

ევროკავშირის საგამოძიებო მისიის სწრაფად ჩამოსვლა საქართველოში შესაძლებელია – ევროპის პარლამენტს აქვს საშუალება და მსგავსი მისიების გაგზავნის გამოცდილება, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში ს დარღვევას ევროპარლამენტის ყველა ფრაქცია აღიარებს, შესაბამისად, ასეთი მისიის გამოგზავნის შესაძლებლობა დიდია.

„ევროკავშირის საგამოძიებო მისიის სწრაფად ჩამოსვლა საქართველოში შესაძლებელია. ევროპის პარლამენტს აქვს საშუალება და მსგავსი მისიების გაგზავნის გამოცდილება. მისიის შემადგენლობაში უნდა იყვნენ იურისტები და ასევე ტექნოლოგიის ექსპერტები. მათ აქვთ შესაძლებლობა ჩამოვიდნენ უახლოეს დღეებში, იმ შემთხვევაში თუ მიიღება ევროპარლამენტის რეზოლუცია. ჩვენ ვმუშაობთ ევროპარლამენტის წევრებთან იმისთვის, რომ დროზე იყოს მიღებული ეს გადაწყვეტილება. ამასთანავე, აღსანიშნავია რომ ევროპარლამენტის ყველა ფრაქცია აღიარებს არჩევნების დარღვევას საქართველოში, შესაბამისად ასეთი მისიის გამოგზავნის შესაძლებლობა დიდია“,- განაცხადა ანა დოლიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

აქციის მონაწილე დავით გოგილაშვილი: ნივთების ჩამორთმევა არაფორმალური, პირდაპირი ქურდობაა, რადგან პირველი რაც გააკეთეს, შეამოწმეს ჩემი ჯიბეები და ყველა ნივთი, რაც შეიძლებოდა ღირებული ყოფილიყო, რომ წაერთმიათ

„არსის“ დირექტორი: ბიზნესს, 2000-ზე მეტ კომპანიას, მათ შორის ჩვენს კომპანიასაც დაფიქსირებული გვაქვს, რომ მნიშვნელოვანია სასწრაფოდ დეესკალაცია – ამისთვის მოთხოვნილი გვაქვს ვადამდელი არჩევნები და პატიმრების გამოშვება