საერთაშორისო თავდაცვის კონფერენციაზე სიტყვით გამოვედი თანამედროვე ტექნოლოგიებისა და უსაფრთხოების სფეროში უდიდესი კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად , – ამის შესახებ კოალიცია ,,ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერმა, ანა დოლიძემ სოციალურ ქსელში წერს.
ანა დოლიძის განცხადებით, საქართველოს ყველანაირი შესაძლებლობა აქვს, რომ მოიზიდოს უმსხვილესი თანამედროვე კომპანიების ინვესტიციები.
,,საერთაშორისო თავდაცვის კონფერენციაზე სიტყვით გამოვედი თანამედროვე ტექნოლოგიებისა და უსაფრთხოების სფეროში უდიდესი კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად. EDGE; General Motors Defence;Lockheed Martin. საქართველოს ყველანაირი შესაძლებლობა აქვს, რომ მოიზიდოს ასეთი კომპანიების ინვესტიციები, აქ გახსნას წარმოება და აქვე დავასაქმოთ ჩვენი ხალხი. ხელისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში ჩემი კავშირებით ამას მალევე შევძლებთ. ზუსტად ამის ამბიცია უნდა გვქონდეს, საამაყო ქართული წარმოების და არა მესამეხარისხოვანი, ნახევრად კრიმინალური მაფიოზური ქვეყნად ყოფნის, რასაც რეჟიმი გვაჩვევს და გვთავაზობს”, – წერს ანა დოლიძე ,,ფეისბუქში”
