– საქართველოს მეგობრობის ჯგუფის მხარდაჭერა საერთაშორისო გამოძიებასთან დაკავშირებით არის ჩვენი გამარჯვება

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ანა დოლიძის განცხადებით, საქართველოს მეგობრობის ჯგუფმა მხარი დაუჭირა საქართველოს ს საერთაშორისო გამოძიებას.
მისივე თქმით, გაერთიანების წევრები იზიარებენ, რომ კენჭისყრის ოქმები გამჭვირვალე უნდა გახდეს და ამომრჩეველს უნდა შეეძლოს, რომ საკუთარი თავი გადაამოწმოს.
„საქართველოს მეგობრობის ჯგუფმა, რომელიც წარმოადგენს ევროპარლამენტის წევრების გაერთიანებას, რომელიც წლების განმავლობაში საქართველოზე მუშაობს, სხვადასხვა პოლიტიკური ფასეულობებისა და პოლიტიკური პარტიებისგან, მხარი დაუჭირა საქართველოს ს საერთაშორისო გამოძიებას. ისინი აღნიშნავენ, რომ კენჭისყრის ოქმები გამჭვირვალე უნდა გახდეს და ამომრჩეველს უნდა შეეძლოს, რომ საკუთარი თავი გადაამოწმოს. ამასთანავე, დაშინებისა და ხმების მოსყიდვის ფაქტები გამოძიებულ იქნას. მათი თქმით, ამ ყველაფრის დამოუკიდებლად გამოძიება, მხოლოდ საერთაშორისოზე დონეზე შეიძლება განხორციელდეს.
ეს არის ჩვენი მოთხოვნის გამარჯვება“, – აცხადებს , რომლის განცხადებასაც პარტია „ხალხისთვის“ პრესსამსახური ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურის ინფორმაციით, დიდი ოდენობით ქურდობის ფაქტზე ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ლევან გამრეკელი და მასთან კავშირში მყოფი ორი პირი, პაატა ნოზაძე და რომან მეტივიშვილი დააკავეს – ისინი ფარულად დაეუფლნენ 5 000 000 ლარის სახელმწიფოს კუთვნილ მილსადენებს