ანა დოლიძე საერთაშორისო თავდაცვის გამოფენაზე სიტყვით გამოვიდა

კოალიცია ,,ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საერთაშორისო თავდაცვის გამოფენაზე სიტყვით გამოვიდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარტია “ანა დოლიძე – ხალხისთვის“ ავრცელებს.
კერძოდ, ანა დოლიძე სიტყვით გამოვიდა საერთაშორისო თავდაცვის გამოფენაზე, სადაც ისაუბრა თავდაცვისა და შეიარაღების გამოწვევებზე, ამ სფეროში თანამედროვე ტექნოლოგიების გაზიარების აუცილებლობასა და შესაძლებლობებზე, თავდაცვის სფეროში ენერგიის მოხმარებისა და მდგრადი განვითარების შესაძლებლობებზე.
მასთან ერთად სიტყვით გამოვიდნენ უმსხვილესი თანამედროვე ტექნოლოგიური კომპანია EDGE, General Motors Defence და Lockheed Martin-ის დირექტორები.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან გაჩეჩილაძე – ერთ-ერთი საჭიროება, რისთვისაც შექმნეს იუსტიციის სახლი იყო, რომ აღრიცხეს ყველა და ყველაფერი, ვინც კი სუნთქავდა, იმიტომ, რომ არჩევნები ეკონტროლებინათ – აღრიცხულ ადამიანებს ინდივიდუალურად ემუშავებოდნენ

საგარეო უწყება ევროკავშირის დელეგაციის წევრის ქვეყანაში არ შემოშვებაზე – ადგილი ჰქონდა ტექნიკურ გაუგებრობას, გვქონდა კომუნიკაცია ევროკავშირის მხარესთან, რის შესახებაც მათ განემარტათ და საკითხი ამოწურულია