ანა დოლიძე საგამოძიებო კომისიის მიერ ხაზარაძე-ჯაფარიძის დაბარებაზე – ეს საქმე, ისევე, როგორც ყველა საქმე, რომელიც ამ შემადგენლობის წინაშე წარდგება, „თეთრი ძაფითაა“ შეკერილი და მისი ამოცანაა ანგარიშსწორება, პოლიტიკური შურისძიება

ეს საქმე, ისევე, როგორც ყველა საქმე, რომელიც ამ შემადგენლობის წინაშე წარდგება, „თეთრი ძაფით“ არის შეკერილი და მისი ამოცანაა ანგარიშსწორება, პოლიტიკური შურისძიება და ჩვენი, როგორც პოლიტიკური გაერთიანების საქმიანობის შეფერხება, – ასე აფასებს კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრი, კოალიციის ლიდერების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საგამოძიებო კომისიაზე დაბარების საკითხს, სადაც ბიზნესზე ზეწოლის ერთ-ერთი საქმის – შპს „მაგნატის“ საქმის განხილვა გაიმართა.
ანა დოლიძემ პარლამენტში მიმდინარე პროცესს, რომელიც დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შესწავლას გულისხმობს „სამარცხვინო პროცესები“, ხოლო პარლამენტს კი „თვითმარქვია პარლამენტი“ უწოდა. ანა დოლიძის თქმით, ეს არის ე.წ. კომისია, რომელსაც სამართლიანობასთან არავითარი კავშირი არ აქვს
„მოგეხსენებათ, რომ ამ თვითგამოცხადებულ პარლამენტში გასაუბრებაზე, გამოკითხვაზე დაბარებულები არიან ბადრი ჯაფარიძე და , თუმცა აქ მნიშვნელოვანია აღინიშნოს შემდეგი – „ძლიერი საქართველოს“ ამოცანა და მიზანი, ამ კოალიციური გაერთიანების შექმნის მიზანი არის ის, რომ საქართველოში ყველა მოქალაქემ ყოველთვის შეძლოს სიმართლის და სამართლიანობის პოვნა, თუმცა ამ ე.წ. კომისიას სამართლიანობასთან არავითარი კავშირი არ აქვს. მათ შორის, ჩვენ ვიყავით ის ადამიანები, რომლებიც იღვწოდნენ, რომ ნებისმიერი სისტემის და ხელისუფლების დროს ყველა დაზარალებულმა იპოვოს სამართალი და აღადგინოს საკუთარი ღირსება და უფლებები. ასე უნდა მოხდეს იმ ხალხთან მიმართებაშიც, რომელსაც უფლებები დაერღვა წინა ხელისუფლების დროს. თუმცა, რაც არის ჩვენ წინაშე ეს არც სამართლიანობაა და არც ვინმეს პიროვნული ღირსების ან ქონებრივი უფლებების აღდგენა. ჩვენს წინაშეა პოლიტიკური ანგარიშსწორება იმ პოლიტიკური გაერთიანების მიმართ, რომელიც დღეს წარმოადგენს ივანიშვილის მთავარ ოპონენტ ძალას. ყველას შეგახსენებთ, რომ სწორედ „ძლიერმა საქართველომ“ გაარღვია დამკვიდრებული და ჩამყაყებული ორპოლუსიანობა ამ ქვეყანაში და საქართველოს ამომრჩევლებს მისცა რეალური არჩევანი წარსულსა და მომავალს, ანგარიშსწორებასა და საქმეს შორის, ნგრევას, ჭაობსა და შენებას შორის. სწორედ ამიტომ არის მიმართული ეს აქტი „ძლიერი საქართველოს“ ლიდერების მიმართ“, – განაცხადა ანა დოლიძემ.
მან კითხვა დასვა, თუ რატომ „არ დაიძრა ეს საქმე“ 2012-13 წლებში და რატომ არ გამოიძიეს ლევან ლეონიძის ჩივილები, სწორედ 2012-13 წლებში.
„რაც მთავარია, რატომ არის დღეს, მაღალ თანამდებობაზე წამოსკუპებული ყველა ის პირი, რომელსაც პირდაპირ მიუძღვის პასუხი მის პატიმრობასა და მის ქონებრივ პრობლემებში. აქ იგულისხმება -ს თანამშრომელიც, მაგრამ მთავარი – მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი, რომელსაც ხელს თვითონ ადებს ხელს და რომელიც დღეს დაწინაურებულია, ის არის უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლე. მოსამართლე ლომთათიძე, რომელმაც ის პატიმრობაში გაუშვა, რომელიც იმის შემდეგ დაწინაურდა და დღეს არის შუა რგოლის, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე”, – განაცხადა ანა დოლიძემ.
გარდა ამისა, ანა დოლიძე გამოეხმაურა ქართველი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ გერმანიის მიერ დაწესებულ სანქციებს.
როგორც დოლიძე აღნიშნავს, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ სხვადასხვა ტიპის სანქციების შემოღება მოსალოდნელია, რასაც უფრო სერიოზული ზეგავლენა ექნება.
“შეიძლება ვინმეს ეგონა, რომ დამთავრდა სანქციების ტალღა, არადა გერმანიაში და ევროკავშირის ძალიან ბევრ ქვეყანაში მოვიდა ხელისუფლება, რომელსაც კიდევ უფრო მკაცრი პოზიცია აქვს ს მიმართ. ასეთი არის დღეს გერმანიის ხელისუფლება. შესაბამისად, ვიზებზე შეზღუდვის დაწესება მოსალოდნელი იყო. ეს შეიძლება არ არის ის მაქსიმუმი, რაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება, მაგრამ გარკვეულ დისკომფორტს შეუქმნის იმ ხალხს, ვისაც თავისთვის უნდა ევროპაში სეირნობა და არ უნდა, რომ ჩვენ დავდიოდეთ. ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, მოსალოდნელია სხვადასხვა ტიპის სანქციების შემოღება, რომელსაც უფრო სერიოზული ზეგავლენა ექნება”, – განაცხადა დოლიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ანა ბუჩუკური – პარტია ყოველთვის მზად უნდა იყოს ნებისმიერი არჩევნებისთვის, გახარიას პარტიის გადაწყვეტილებაზე ვერავინ მოახდენს გავლენას – არჩევნებამდე 7 თვეა დარჩენილი, ყველაფერი შეიძლება მოხდეს და არაფერიც

გოკა გაბაშვილი – რუსები და ბოლშევიკები დღეს პარლამენტში უკანონოდ ჩასახლდნენ და ,,კომისია” მოაწყვეს – ამ კლოუნებთან მისვლას და რამის ახსნას არ ვაპირებ, ისედაც ყველამ იცის მათი ცირკის დირექტორის ვინაობა