ანა დოლიძე – რძის საკითხი ადარდებს თითოეულ ჩვენ მოქალაქეს, ყველა მშობელს – არ ვაპირებ ხელი ავიღო ამ საკითხზე, მე დავპირდი ჩემს ხალხს, რომ ამ საქმეს ბოლომდე გავყვებოდი

რძის საკითხი ადარდებს თითოეულ ჩვენ მოქალაქეს, ყველა მშობელს. არ ვაპირებ ხელი ავიღო ამ საკითხზე, მე დავპირდი ჩემს ხალხს, რომ ამ საქმეს ბოლომდე გავყვებოდი, – ამის შესახებ პარტია „ხალხისთვის“ თავმჯდომარემ, მ სააპელაციო სასამართლოში განაცხადა, სადაც ე.წ. რძის სკანდალზე სხდომა იმართება.
ანა დოლიძის თქმით, საკვები და მისი დაცულობა არის ნომერ პირველი თემა მოქალაქეებისთვის.
„ახლა მოვედი თბილისის სააპელაციო სასამართლოში, სადაც განიხილება რძის ხარისხის საკითხი. ეს საკითხი ადარდებს თითოეულ ჩვენ მოქალაქეს, ყველა მშობელს. არ ვაპირებ ხელი ავიღო ამ საკითხზე, მე დავპირდი ჩემს ხალხს, რომ ამ საქმეს ბოლომდე გავყვებოდი. ზოგადად, ახლა რაც ხდება ქვეყანაში მე არ ვმონაწილეობ, მე არ ვარ ანალიტიკოსი, მე ვარ პოლიტიკოსი. პოლიტიკოსის საქმეა გადაწყვეტილებების მიღება და შემდეგ მოქმედება. მე რომ ვიყო ხელისუფლებაში სწორედ ამ საკითხზე მოვაწყობდი საგამოძიებო კომისიას და არა სხვა საქმეზე. საკვები და მისი დაცულობა არის ნომერ პირველი თემა ჩვენი მოქალაქეებისთვის. ჩეკურაშვილი, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე არ გვპასუხობს კითხვებზე, თუ რა ნაბიჯები გადადგა სააგენტომ და რა ზომები მიიღო მავნე ნივთიერების აღმოჩენის შემდეგ. სწორედ ამიტომ ასე სასამართლო სხდომებზე სიარულით და სხვადასხვა შეხვედრებით მიწევს, რომ ჩვენი თანამოქალაქეები საქმის კურსში ჩავაყენო“, – განაცხადა ანა დოლიძემ.