– როცა ქვეყანაში საარსებო კრიზისია და ადამიანები გადარჩენისთვის იბრძვიან, ტარიფების მომატება დაუშვებელია

სამი თვის შემდეგ აქ არაფერი შეიცვლება – რა უსამართლობაც არის ენერგეტიკის სფეროში, იგივე დარჩება, – ამის შესახებ პოლიტიკოსმა, ანა დოლიძემ “ინტერპრესნიუსს” სემეკის სხდომის დატოვების შემდეგ, კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე საუბრისას განუცხადა.
მისი თქმით, როცა ქვეყანაში საარსებო კრიზისია, ადამიანები გადარჩენისთვის იბრძვიან, ტარიფების მომატება დაუშვებელია.
“ქვეყანაში საარსებო კრიზისია. რეალურად, მოსახლეობის უმეტესობა გადარჩენისთვის იბრძვის. ამ პირობებში “ენერგო პროს” რომ სითავხედე ჰყოფნის და ტარიფის მომატებას ითხოვს, ეს არის აბსოლუტურად გაუგონარი. სამი თვის შემდეგ აქ არაფერი შეიცვლება. რა უსამართლობაც არის ენერგეტიკის სფეროში, იგივე დარჩება. ცოტა ხნის წინ ენერგოკომპანიებს გადასახადები ჩამოაწერეს და ამის პირობებში სითავხედე ჰყოფნით და საუბრობენ, თითქოს ქართველ ხალხს 3 თეთრი გვაპატიეს. კომუნალურების ფასები თანხვედრაში უნდა იყოს ცხოვრების დონესთან. როცა ქვეყანაში საარსებო კრიზისია, ადამიანები გადარჩენისთვის იბრძვიან – ამ პირობებში ტარიფების მომატება დაუშვებელია. აუცილებლად დავესწრები შემდგომ სხდომას [სამი თვის შემდეგ], რადგან მნიშვნელოვანია. ეკონომიკის სფეროში მიმდინარეობს ქართველი ხალხის ჩაგვრა, შესაბამისად ვაპირებ, რომ მათი ინტერესები დავიცვა”, – განაცხადა ანა დოლიძემ.
ცნობისთვის, ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფთან დაკავშირებული დაგეგმილი ცვლილებები სამი თვით გადავადდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ სხდომაზე გამოაცხადა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ავალიანის დედის მიმართვა: ახლა გადმომეცა საქმის მასალები – ვნახე, რომ 26 სექტემბერს ჩამოტვირთა ალექსანდრე გაბაშვილმა გიგა ავალიანის სურათები Facebook-დან… ეს ის დღეა, როცა ნია იმნაძე არ იყო გაკვეთილზე (ვიდეო)

ქეთი მოლაშვილი: წყნეთის პოლიციის უფროსი, დაკავებულია ქრთამის აღების ბრალდებით, მიუხედავად იმისა, რომ ვერც ფაქტი დაუდეს, ვერც მტკიცებულება, ვერც ვიდეოჩანაწერი, უბრალოდ აი ასე, სიტყვაზე დაიჭირეს და ციხეში ჰყავთ, სწორედ გავიგე ხალხო?! ეს იმას ნიშნავს, რომ…

ლალი მოროშკინა: ყველა ნაპრალიდან გამოსულმა გიენამ ცხადად დაგვანახა ის სურათი, თუ რა დღეში ვიქნებოდით, რომ არა ბიძინა ივანიშვილი. ჯანმრთელობა და ულევი სიხარული თქვენ და თქვენს არაჩვეულებრივ ოჯახს!