ანა დოლიძე – როგორც ყაბალახს რუსი „ბოქაულები“ ებრძოდნენ, ისე აირწინაღებს ებრძვის თვითმარქვია რეჟიმი

როგორც ყაბალახს რუსი „ბოქაულები“ ებრძოდნენ, ისე აირწინაღებს ებრძვის თვითმარქვია რეჟიმი,- ასე ეხმაურება კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ,,ქართული ოცნების” ინიციატივას, რომელიც აირწინაღების აკრძალვას გულისხმობს.
მისი თქმით, აირწინაღების აკრძალვა რუსული ხელწერის გაგრძელებაა.
„საქართველოს პარლამენტში განიხილება კანონპროექტი, რომლის ამოცანა არის, აიკრძალოს სახის დამცავი საშუალებები, მათ შორის, აირწინაღები, რაც არის რუსული ხელწერა. ამას ჩვენ დავუპირისპირებთ იმ ეროვნულ სამოსს, რომელიც რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ გამოიყენებოდა ერთ დროს. რუსი „ბოქაულებისგან“ საფრთხედ მიიჩნეოდა ყაბალახი, რომელიც იმ დროს ცუდი ამინდისგან დამცავი თავსაბურავი იყო. რუსული ხელწერის გაგრძელებაა აირწინაღების აკრძალვა, რომელიც ადამიანებს ჯანმრთელობის დასაცავად სჭირდებათ“,- განაცხადა ანა დოლიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროკომისარი მარტა კოსი – „უკრაინა-დაუყოვნებლივ!“ – ეს იყო ჩემი პასუხი შეკითხვაზე, რომელი ქვეყნის ხილვა მსურდა ევროკავშირში – ევროკავშირმა გააკეთა არჩევანი: უკრაინა ჩვენ გვეკუთვნის

კესტუტის ბუდრისი პუტინზე – შესაძლოა, ვინმემ მოისურვოს მოინახულოს ის ციხეში, მე ამას არ ვიზამ, შესაძლოა ევროპელი ლიდერებიდან ვინმე შეხვდეს, მაგრამ ვერ წარმოგვიდგენია, აგრესორი, რომელსაც სისხლიანი ხელები აქვს, მიიწვიონ მაგიდასთან საერთო საკითხის განსახილველად